Urolrsanum 25ml

Urolrsanum 25ml

უკრაინა

გალიჩფარმი
About Product
კომბინირებული მედიკამენტი
ძირითადი ფიზიკო - ქიმიური თვისებები:
მომწვანო-მოყავისფრო, ან მოყავისფრო ფერის სითხე, პიტნის დამახასიათებელი სუნით.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა: 100 მლ სითხე შეიცავს: სოჭის ზეთი ..................................................... 8გ; ბაღი პიტნის ზეთი ............................................ 2გ; აბუსალათინის ზეთი ......................................... 11გ; ფერისცვალას ნაყოფის თხიერი ექსტრაქტი .......... 23გ; სვიას გირჩების თხიერი ექსტრაქტი .................... 32,995გ; თავშავას ბალახის თხიერი ექსტრაქტი................... 23გ; ტრილონი ბ.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სპაზმოლიზური საშუალება, რომელიც მოქმედებს საშარდე და სანაღვლე გზებზე.

ფარმაკოლოგიური თვისებები: უროლესანი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომლებიც ხელს უწყობენ შარდის კონკრემენტების ელიმინაციას (ასევე ნაღვლის კონკრემენტების ელიმინაციას). ამის გარდა პრეპარატის ინგრიდიენტებს, მათ შორის მრავალ ქიმიურ შენაერთს, გააჩნია სპაზმოლიზური, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური აქტივობა, იწვევს ნაღველის წარმოქმნის გაზრდას, აძლიერებს ნაღვლის გამოყოფას.

ჩვენება:
ნეფროლითიაზის და ქოლელითიაზის დროს, მწვავე და ქვემწვავე კალკულოზური პიელონეფრიტი და ქოლეცისტიტი, სანაღვლე გზების დისკინეზია.
დოზირება და მიღების წესი: პრეპარატი ინიშნება პერორალურად, ჭამის წინ. მოზრდილებში – 8-10 წვეთი შაქრის ნატეხზე 3 ჯერ დღეში. მკურნალობის ხანგრძლივობაა 5-30 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია განმეორებითი კურსის ჩატარება. თირკმელების და ნაღვლის ბუშტის ჭვალის დროს ერთჯერადი დოზა შეადგენს 15-20 წვეთს. გვერდითი მოვლენები: პრეპარატის ჭარბი დოზირების და მის მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს აღინიშნება გულისრევა, თავბრუსხვევა, დისპეფსიური მოვლენები.

წინააღმდეგჩვენება: * მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ჭარბი დოზირება: ამ დროს ინიშნება თბილი სასმელი დიდი რაოდენობით. შენახვის ვადა და პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 20რC. ვარგისიანობა - 2 წელი.

გაცემის წესი: ურეცეპტოდ
Show More
More Info
Brand
გალიჩფარმი
Country
უკრაინა
Generic
abies oleum+menthae oleum+daucus carota+humulus lupulus+origanum vulgare
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
25მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page