Shelnephron tab #30

Shelnephron tab #30

იტალია

გრაიკარი
About Product
შელნეფრონი
shelnephron
შემადგენლობა: 1 ტაბლეტი შეიცავს: შტოში (Cranberry pwd)-80მგ; ორთოსიფონი (Ortosifon d.e)–80მგ; სიმინდის ულვაში (Corn stigm d.e)–80მგ; მენთოლი (Mentha)-70მგ; სვია (Hop d.e.)-70მგ; ზღვისპირა ფიჭვი d.e.(Pinus pinaster d.e.)-40მგ; იტალიური სტაფილო Carrot d.e. 25მგ; ბორნეოლი (Borneolo) 15მგ; მაგნიუმის ციტრატი-25მგ; ორეგანო (o.e Origano)-10მგ.

ჩვენებები: შარდ-სასქესო სისტემის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები (ურეთრიტი, ცისტიტი, პიელონეფრიტი, ვულვიტი, ვაგინიტი); თირკმელ-კენჭოვანი დაავადება (ნეფროლიათიზი), შარდის ბუშტის კენჭები; “ნეფროზული სინდრომი”; არტერიული ჰიპერტენზია; II-III ხარისხის გულის უკმარისობა (საგულე გლიკოზიდებთან ერთად); ქოლეცისტიტი, ღვიძლის ციროზი, ასციტი, ჰელმინთური ინვაზიები.

გვერდითი მოქმედება: ჩვეულებრივ შელნეფრონი კარგად აიტანება ორგანიზმის მიერ. იშვიათად: ალერგიული რეაქციები, სისუსტე. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ. ჰიპერაციდული გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი იდაავადება კუჭის წვენის სეკრეციის მომატების ფონზე, სისხლის შედედების მომატება.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში: შელნეფრონის გამოყენება შესაძლებელია ორსულობის (მხოლოდ II და III ტრიმესტრი) და ლაქტაციის პერიოდში. განსაკუთრებული მითითებები: სიფრთხილით გამოიყენება ვარფარინთან ერთად (იზრდება სისხლდენის რისკი) და შტოშის შემცველ სხვა მედიკამენტებთან ერთად.

გამოყენების წესი და დოზირება: შელნეფრონი ინიშნება 1-2 ტაბლეტი 2-ჯერ დღეში დილა-საღამოს ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა 2-8 კვირა.

გამოშვების ფორმა: შელნეფრონი #30. 15 ტაბლეტი ბლისტერში, 2 ბლისტერი ფურცელ-ჩანართთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე და ბლისტერებზე. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: “grikar.net” – იტალია.
Show More
More Info
Brand
გრაიკარი
Country
იტალია
Generic
cranberry/vaccinium/+orthosiphon+zea mays+mentha piperata+humulus lupulus+pinus pinester+borneol+magnesium citrate+origonium vulgaris
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page