About Product
საერთაშორისო დასახელება - tamsulosin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: უროლოგია, ნეფროლოგია → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომის) დროს გამოსაყენებელი საშუალებები → წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიასთან დაკავშირებული მოშარდვის ფუნქციონალურ დარღვევბის დროს გამოსაყენებელი პრეპარა → ალფა1- ადრენობლოკატორები
შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გაუმჭვირვალე, მყარი ჟელატინის კაფსულები ნარინჯისფერი კორპუსით და შავი თავსახურით, შევსებული თეთრი ფერის გრანულებით;
შემადგენლობა:
1 კაფსულა შეიცავს:
ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს _ 0.4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: ჰიპრომელოზა, გასუფთავებული ტალკი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ეთილცელულოზა, ეუდრაჯიტი L30D, პოლიეთილენგლიკოლი, საქაროზა, სიმინდის სახამებელი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, საღებავი ტიტანის დიოქსიდი (E 171).
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ნატრიუმის ლაურილსულფატი, მეთილჰიდროქსიბენზოატი, პროპილჰიდროქსიბენზოატი, ჟელატინი გამოხდილი წყალი, საღებავები: Ponceau 4R (E 124), Brilliant Blue (E 133), Sunset Yellow (E 110), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
ჩვენებები
სიმპტომების მკურნალობა წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიისას, რომელსაც ახასიათებს გახშირებული და გაძნელებული შარდვა განსაკუთრებით ღამით, შარდის წყვეტილი ნაკადი და შარდის ბუშტის არასრული დაცლა.
მიღების წესები და დოზები
სალოვერი მიიღება პერორალურად 0.4 მგ (1 კაფსულა) ერთხელ დღეში, დილით საკვების მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით. არ არის რეკომენდებული კაფსულის დაღეჭვა.
გვერდითი მოვლენები
შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: იშვიათად – რეტროგრადული ეაკულაცია; გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ერთეულ შემთხვევებში – ორთოსტატული ჰიპოტენზია, ტაქიკარდია, გულისცემის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში;
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად - გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა;
ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ: იშვიათად - თავის ტკივილი, თავბრუ, ასთენია, ძილის დარღვევა (ძილიანობა ან უძილობა);
ალერგიული რეაქციები: ცალკეულ შემთხვევებში – გამონაყარი, ქავილი, ანგიონევროზული შეშუპება;
სხვა: იშვიათად - ტკივილი ზურგის არეში, რინიტი.
უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატისა და მისი შემადგენელი კომპონენტებისადმი; ღვიძლის გამოხატული უკმარისობა; არტერიული ჰიპოტენზია (მათ შორის ორთოსტატული ჰიპოტენზია).
განსაკუთრებული მითითებები
ტამსულოზინი სიფრთხილით გამოიყენება ორთოსტატული ჰიპოტენზიისადმი მიდრეკილ პაციენტებში, ვინაიდან, როგორც სხვა ალფა1-ადრენობლოკატორების მიღებისას, არტერიული წნევა ქვეითდება, რაც იწვევს გულისწასვლას. ორთოსტატული ჰიპოტენზიის პირველი ნიშნების გამოვლენისას (თავბრუ და სისუსტე) პაციენტი უნდა დაჯდეს ან დაწვეს.
მკურნალობის დაწყების წინ და რეგულარულად თერაპიის დროს სავალდებულოა ჩატარდეს რექტო-დიგიტალური გამოკვლევა. საჭიროების შემთხვევაში დგინდება პროსტატის სპეციფიკური ანტიგენი (PSA).
სიფრთხილით ინიშნება თირკმლის ქრონიკული უკმარისობისას (კრეატინინის კლირენსი 10 მლ/წთ ნაკლებია), ვინაიდან მისი გამოყენების უსაფრთხოება ამ კატეგორიის პაციენტებში გამოკვლეული არ არის.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: მკურნალობის პერიოდში აუცილებელია დავიცვათ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის მართვისას და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობისას, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს.
Show More