Pantesept vagin supp 100mg+16mg #10
Pantesept vagin supp 100mg+16mg #10

Pantesept vagin supp 100mg+16mg #10

ბელარუსი

რუბიკონი
About Product
საერთაშორისო დასახელება - chlorhexidine+dexpanthenol
სავაჭრო დასახელება: პანტესეპტი

აღწერილობა: თეთრი ან თეთრი მონაცრისფრო ან მოყვითალო ელფერის,ტორპედოს მსგავსიფორმის სანთლები. დასაშვებია შეფერილობის არაერთგვაროვნება, მარმარილოსებურობის და ძაბრისებრი ჩაღრმავების სახით.
ერთი სანთლის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება:დექსპანთენოლი – 100მგ, 100% ნივთიერებაზეგათვლით, ქლორჰექსიდინისბიკლუკონატი – 16მგ;
დამხმარენივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი 1500, პოლიეთილენგლიკოლი 400.

ფარმაკოთერაპიულიჯგუფი:
სხვა ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები.

მიღების ჩვენებები:
- მწვავე და ქრონიკულივაგინიტები;
- ენდო/ეგზოცერვიციტები (მათ შორის საშვილოსნოს ყელის ექტოპიური ცილინდრული ეპითელიუმის გართულებები);
- საშვილოსნოს ყელის სპეციფიკური ეტიოლოგიის ნამდვილი ეროზია (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- საშოს და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანი გარსის რეგენერაციის გასაუმჯობესებლად, მკურნალობის დესტრუქციული მეთოდების შემდეგ (მათ შორი დიათერმოკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია, ლაზეროდესტრუქცია), პოსტოპერაციულ და მშობიარობის შემდგომ პერიოდში.

გამოყენების მეთოდი და დოზები:
ინტრავაგინური გამოყენებისთვის. პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ჰიგიენური პროცედურების ჩატარება და ხელების კარგად დაბანა.
გამოყენებამდესაჭიროასანთლისამოღებაკონტურლ-უჯრედულიშეფუთვიდან.
შეჰყავთ პანტესეპტის 1 სანთელი, დღეში 2-ჯერ, 7-10 დღის განმავლობაში აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსი შეიძლება გაგრძელდეს 20 დღე.

გვერდითი მოქმედება:
გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე კლასიფიცირებულია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად:
იშვიათი: იშვიათ შემთხვევებში ვლინდება აუტანლობის რეაქციები ადგილობრივ ალერგიული რეაქციების სახით
ძალიან იშვიათი: ქლორჰექსიდინის ადგილობრივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გენერალიზებულია ლერგიული რეაქციები. იშვიათი: საშოს ხანმოკლე წვა ან/და ქავილი.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში პანტესეპტის გამოყენების სპეციალური კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა. ლაბორატორიულ ცხოველებზე კვლევებმა არ აჩვენა დექსპანთენოლის და ქლორჰექსიდინის მავნე ზემოქმედება ორსულობის მიმდინარეობაზე, ემბრიონის განვითარებაზე, მშობიარობაზე და მშობიარობის შემდგეომ პერიოდზე.
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება დასაშვებია იმ შემნთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი სარგებილი აჭარბებს შესაძლო რისკს.
შენახვის პირობები:
ინახება 8-15რCტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ ადგილზე ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!
Show More
More Info
Brand
რუბიკონი
Country
ბელარუსი
Generic
dexpanthenol+chlorhexidine
Dose
100მგ+16მგ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
10
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page