Ornaklin supp vagin #6

Ornaklin supp vagin #6

იტალია

ფულტონ მედიცინალი
About Product
საერთაშორისო დასახელება - clindamycin

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიბაქტერიული საშუალებები → ლინკოზამიდების ჯგუფის ანტიბიოტიკები
ორნაკლინის ვაგინალური სანთლები წარმოადგენს სუპოზიტორიას ვაგინალური გამოყენებისათვის. ის შეიცავს კლინდამიცინის ფოსფატს, რომელიც წარმოადგენს საშოს ბაქტერიული ინფექციის - ბაქტერიული ვაგინოზის - სამკურნალო ანტიბიოტიკს.
ყოველთვის გამოიყენეთ ორნაკლინის ვაგინალური სანთლები ექიმის დანიშნულების შესაბამისად. მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით. სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რომ სანთელი არ გაცხელდეს, რადგან სიცხე დაარბილებს და ფორმას შეუცვლის.

ორნაკლინის ვაგინალური სანთლის რეკომდენდებული დოზა შეადგენს ერთ სანთელს, რომელიც ღრმად უნდა მოთავსდეს საშოში ყოველ ღამე ძილის წინ 3 - 6 თანმიმდევრული ღამის განმავლობაში. საშოში მოთავსების შემდეგ სანთელი დადნება.

სანთლების გამოყენების შემდეგ ყოველთვის დაიბანეთ ხელები.
თუ გამოიყენეთ ორნაკლინის ვაგინალური სანთელი ჭარბი რაოდენობით აცნობეთ ექიმს. არ გამოიყენოთ მეტი სანთელი, სანამ ამას არ გირჩევთ ექიმი.
თუ გამოტოვეთ ორნაკლინის ვაგინალური სანთლის დოზა
თუ რამდენიმე საათით გადააცილეთ სანთლის გამოყენება, გამოიყენეთ ის გახსენებისთანავე. თუ მოახლოვებულია შემდეგი სანთლის გამოყენების დრო, გამოტოვეთ დავიწყებული სანთელი. გამოიყენეთ შემდეგი სანთელი ჩვეულ დროს. უმჯობესია სანთლის ერთსა და იმავე დროს გამოყენება.
შესაძლო გვერდითი მოვლენები:

ყველა პრეპარატის მსგავსად, ორნაკლინმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
აცნობეთ ექიმს თუ:
• გაგივითარდათ მწვავე, უწყვეტი ან სისხლიანი ფაღარათი (რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუჭის ტკივილთან, ან ცხელებასთან). ეს არის იშვიათი გვერდითი მოვლენა, რომელიც ვლინდება ანტიბიოტიკებით მკურნალობის შემდეგ და შეიძლება მიანიშნებდეს ნაწლავთა მწვავე ანთებაზე.
• გაქვთ ძალიან მძიმე ალერგიული რეაქციები, ან რეაქციები კანის მხრივ. ეს არის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები.

ხშირი გვერდითი მოვლენები (ვლინდება 10-დან 1 პაციენტში)
• ვაგინალური სოკოვანი ინფექციები
• დარღვევები ვაგინალური, ან გენიტალური სისტემის მხრივ
• ვაგინალური ტკივილი
დამატებითი ინფორმაცია:
რას შეიცავს ორნაკლინის ვაგინალური სანთლები
• მოქმედი ნივთიერება არის ორნაკლინის ფოსფატი. თითოეული სანთელი შეიცავს ორნაკლინის ფოსფატს, რაც ექვივალენტურია 100მგ ორნაკლინის.
• სხვა ნივთიერება არის მყარი ცხიმი.
Show More
More Info
Brand
ფულტონ მედიცინალი
Country
იტალია
Generic
clindamycin
Dose
100მგ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
6
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page