Nephroton tab 180mg #180
Nephroton tab 180mg #180

Nephroton tab 180mg #180

ესპანეთი

სინთონი
About Product
ნეფროტონი
Nephroton
800მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სეველამერის კარბონატი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის შეიცავს პაციენტსათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა სეველამერის კარბონატი. ნეფროტონის აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიცავს 800მგ სეველამერის კარბონატს. დამხმარე ნივთიერებებია ლაქტოზას მონოჰიდრატი, სილიციუმი (კოლოიდური უწყლო), თუთიის სტეარატი. ტაბლეტის გარსი შეიცავს ჰიპრომელოზას (E464) და დიაცეტილირებულ მონოგლიცერიდებს.

ჩვენება: ნეფროტონი შეიცავს სეველამერის კარბონატს აქტიური ნივთიერების სახით. იგი უკავშირდება ფოსფატებს საკვებიდან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და ამცირებს შრატისმირერ ფოსფორის დონეებს სისხლში. ნეფროტონი გამოიყენება ჰიპერფოსფატემიის კონტროლისთვის (სისხლში ფოსფატის მაღალი დონეები): მოზრდილ პაციენტებში დიალიზზე ყოფნისას (სისხლის გასუფთავების მეთოდი). შეიძლება გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებიც გადიან ჰემოდიალიზს (სისხლის გაფილტვრის მექანიზმი) ან პერიტონეალურ დიალიზს (როდესაც ხდება სითხის ამოტუმბვა მუცელში და ორგანიზმის შიდა მემბრანა ფილტრავს სისლხს); პაციენტებში თირკმელების ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადებით, რომლებიც არ იმყოფებიან დიალიზზე და აქვთ შრატში ფოსფორის დონე, რაც ტოლია ან აღემატება 1.78მმოლ-ლ. ნეფროტონი გამოიყენება სხვა მკურნალობისას, როგორიცაა კალციუმის დანამატები და ვიტამინი D, ძვლის დაავადების პრევენციისთვის. შრატში ფოსფორის დონის მომატებას შეუძლია გამოიწვიოს ორგანიზმში მყარი ნარჩენების დაგროვება, რასაც ეწოდება კალციფიკაცია. ეს ნარჩენები შეიძლება გამყარდეს სისხლძარღვებში და გააძნელოს სისხლის ამოტუმბვა ორგანიზმში. შრატში ფოსფორის მომატებას შეუძლია გამოიწვიოს კანის ქავილი, თვალების გაწითლება, ძვლების ტკივილი და მოტეხილობები.

უკუჩვენება: თუ პაციენტს აქვს სისხლში ფოსფატის დაბალი დონე (ექიმი შეამოწმებს); თუ აქვს ნაწლავის ორბსტრუქცია; არის ალერგიული აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები: უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს ნეფროტონის მიღებამდე თუ აღგენიშნებათ: ყლაპვის გაძნელება; პრობლემები მოტორიკასთან დაკავშირებით კუჭში და ნაწლავში; ხშირად შეუძლოდ ყოფნა; ნაწლავის აქტიური ანთება; თუ ჩაიტარა ოპერაცია კუჭზე ან ნაწლავზე.
ბავშვები და მოზარდები: უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში (18 წლამდე ასაკის) არ არის დადგენილი. ამიტომ, ნეფროტონი არ არის რეკომენდებული ბავშვებში გამოსაყენებლად.

დამატებითი მკურნალობები: თირკმელების მდგომარეობის ან დიალიზით მკურნალობის გამო შესაძლებელია: განვითარდეს კალციუმის დაბალი ან მაღალი დონე სისხლში. ვინაიდან ნეფროტონი არ შეიცავს კალციუმს, ექიმი გამოუწერს პაციენტს დამატებით კალციუმის ტაბლეტებს. თუ აქვს D ვიტამინის დაბალი დონე სისლხში, ამიტომ, ექიმი შეამოწმებს ვიტამინის დონეს სისხლში და დანიშნავს დამატებით D ვიტამინს აუცილებლობის შემთხვევაში. თუ არ ღებულობს მულტივიტამინებს, ასევე შეიძლება განვითარდეს ვიტამინი A, E, K და ფოლიუმის მჟავას დაბალი დონეები სისხლში და ამიტომ ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს მათი დონეები და დანიშნოს საკვები დანამატები აუცილებლობის შემთხვევაში.

განსაკუთრებული გაფრთხილება პაციენტებისთვის, რომლებიც იმყოფებიან პერიტონეალურ დიალიზზე: შეიძლება განვითარდეს პერიტონიტი (ინფექცია მუცლის ღრუში) ასოცირებული პერიტონეალურ დიალიზთან. ეს რისკი შეიძლება შემცირდეს სტერილური მეთოდის დაცვით. უნდა ეცნობოს მკურნალ ექიმს დაუყოვნებლივ თუ პაციენტს განუვითარდება მუცლის დისტრესის, მუცლის შეშუპების, მუცლის ტკივილის, მუცლის დაჭიმულობის ან მუცლის რიგიდობის, ყაბზობის, ცხელების, შემცივნების, გულისრევის ან ღებინების ნიშნები და სიმპტომები. უნდა გაიაროს მონიტორინგი ვიტამინი A, D, E, K და ფოლიუმის მჟავას დაბალ დონეებთან დაკავშირებთ.
Show More
More Info
Brand
სინთონი
Country
ესპანეთი
Generic
Sevelamer
Dose
800მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
180
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page