Klion D tab vag 100mg+100mg #10
Klion D tab vag 100mg+100mg #10

Klion D tab vag 100mg+100mg #10

უნგრეთი

გედეონ რიხტერი
About Product
საერთაშორისო დასახელება - metronidazole, miconazole
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: პროტოზოების საწინააღმდეგო საშუალებები → ნიტროიმიდაზოლის წარმოებულები → ადგილობრივი გამოყენებისათვის
სამკურნალო ფორმა:
ვაგინალური ტაბლეტები

შემადგენლობა
თითოეული ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს:

მოქმედ ნივთიერებებს:
მეტრონიდაზოლს – 100 მგ, მიკონაზოლის ნიტრატს – 100 მგ.

დამხმარე ნივთიერებებს:
ნატრიუმის ლაურილსულფატი, კრემნიუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, პოვიდონი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ღვინის მჟავა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი (A ტიპის), კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი.
აღწერილობა
ორმხრივამობურცული, ოვალური ფორმის ვაგინალური ტაბლეტები, წაწვეტებული ბოლოთი, თითქმის თეთრი ფერის, დაახლოებით 24მმX14მმ ზომის, გრავირებით “100” ერთ მხარეს.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური საშუალებები, კორტიკოსტეროიდებთან კომბინაციის გამოკლებით. იმიდაზოლის წარმოებულები.

გამოყენების ჩვენებები
შარდ-სასქესო გზების ტრიქომონიაზის და/ან სოკოვანი ინფექციების ადგილობროვი მკურნალობა ქალებში.
გამოყენების წესი და დოზირება
ტრიქომონიაზის დროს: ერთდროულად მეტრონიდაზოლის შიგნით მიღებასთან ერთად, პრეპარატის კლიონ-D-100 1 ვაგინალური ტაბლეტი, წინასწარ დასველებული, შეიყვანება ღრმად საშოში დღეში ერთხელ (საღამოს ძილის წინ) 10 დღის განმავლობაში.
ამ 10 დღის განმავლობაში საჭიროა ყოველდღიურად მეტრონიდაზოლის 2 ტაბლეტის (250 მგX2) შიგნით მიღება (ერთი ტაბლეტი დილას და ერთი ტაბლეტი საღამოს) ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ, დაუღეჭავად.
სრული გამოჯანმრთელების მიღწევა შეიძლება მხოლოს იმ შემთხვევაში, თუ სექსუალური პარტნიორი ერთდროულად გადის მეტრონიდაზოლის მკურნალიბის კურს (ტაბლეტები შიგნით მისაღებად).
მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში: შეიძლება 10-დღიანი მკურნალობის კურსის განმეორება.
კანდიდოზის დრო: პრეპარატის კლიონ-D-100 1 ვაგინალური ტაბლეტი, წინასწარ დასველებული, შეიყვანება ღრმად საშოში დღეში ერთხელ (საღამოს ძილის წინ) 10 დღის განმავლობაში.

უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
ორსულიბის პირველი ტრიმესტრი.
გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულობა
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში.
მეტრონიდაზოლი პერორალური მიღების დროს აღწევს პლაცენტარულ ბარიერში და სწრაფად ხვდება ნაყოფის სისხლში.
ვირთხებზე ჩატარებულ რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებში გამოიყენებოდა დოზები, რომლებიც 5 ჯერამდე აღემატებოდა ადამიანისთვის განკუთვნილს. ამ კვლევებში არ იქნა გამოვლენილი ფერტილობის დარღვევების ან ნაყოფის დაზიანების ნიშნები მეტრონიდაზოლის ზემოქმედებით. თაგვებისთვის ინტრაპერიტონეალური შეყვანისას დოზით, რომელიც დაახლოებით ტოლია ადამიანისთვის განკუთვნილი დოზისა, მეტრონიდაზოლი ახდენდა ფეტოტოქსიკურ მოქმედებას. ხოლო მეტრონიდაზოლის პერორალურად შეყვანისას მაკე თაგვებში ფეტოტოქსიკური ეფექტი არ აღნიშნულა. მიუხედავად ამისა, დღეისთვის არ არსებობს ადექვატური და კონტროლირებადი გამოკვლევები ფეხმძიმე ქალებში.
Show More
More Info
Brand
გედეონ რიხტერი
Country
უნგრეთი
Generic
metronidazole+miconazole
Dose
100მგ+100მგ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
10
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page