Izoconazol-M supp vagin 600mg #1
Izoconazol-M supp vagin 600mg #1

Izoconazol-M supp vagin 600mg #1

სომხეთი

მედიკალ ჰორიზონი
About Product
საერთაშორისო დასახელება - იზოკონაზოლის ნიტრატი 600 მგ
ქიმიური დასახელება: 1-a[(2,4-დიქლორ-b-დიქლორბენზილოქსი)-ფენეტილ]-იმიდაზოლის ნიტრატი
სამკურნალო ფორმა: ვაგინალური სუპოზიტორიები.
აღწერილობა: თეთრი ან მოყვითალო-თეთრი ფერის ვაგინალური სუპოზიტორიები, გრძივ ჭრილში ერთგვაროვანია.
შემადგენლობა: ერთი ვაგინალური სუპოზიტორია შეიცავს: აქტიურ ნივთიერებას: 400 მგ იზოკონაზოლის ნიტრატს.
დამხმარე ნივთიერებებს: ნოვატას.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სოკოს საწინააღმდეგო საშუალება.

გამოყენების ჩვენებები:
საშოს სოკოვანი ინფექციები, მათ შორის გარმდადებითი ბაქტერიებით გამოწვეული შერეული ინფექციები.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე კომპონენტის მიმართ.

გამოყენების წესი და დოზირება:
ვაგინალური სუპოზიტორია შეყავთ ღრმად საშოში. ამის გაკეთება უკეთესია ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში, საღამოს, უშუალოდ ძილის წინ, 1 ჯერ დღეში ერთჯერადად.
არ არის რეკომენდირებული მკურნალობის ჩატარება მენსტრუაციის დროს.

გვერდითი მოქმედება:
პრეპარატის გამოყენების დროს შეიძლება აღინიშნოს ადგილობრივი რეაქციები, როგორიცაა გაღიზიანება, წვა და ქავილი. იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება აპარატის გამოყენების ადგილას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
გამოვლენილი არ არის.
რეკომენდირებულია ექიმის ინფორმირება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან ერთდროულად მკურნალობის შესახებ.

ჭარბი დოზირება:
აქტიური ნივთიერება იზოკონალის ნიტრატი შეიძლება კლასიფიცირებული იქნას როგორც პრაქტიკულად არატოქსიკური. მწვავე ინტოქსიკაციის განვითარების რისკი არ არსებობს პრეპარატის ერთჯერადი მაღალი დოზით გამოყენების ან შემთხვევით ერთი სუპოზიტორიის შიგნით მიღების შემდეგ.

სიფრთხილის ზომები და გაფრთხილებები:
განმეორებითი ინფიცირების პრევენციისთვის რეკომენდირებულია ყოველდღიურად თეთრეულის გამოცვლა და გამოხარშვა (პირსახოცები, ქვედა საცვლები - უმჯობესია ბამბის).
რეკომენდირებულია სქესობრივი პარტნიორის ერთდროული მკურნალობა.
Show More
More Info
Brand
მედიკალ ჰორიზონი
Country
სომხეთი
Generic
isoconazole
Dose
600მგ
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
1
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page