About Product
საერთაშორისო დასახელება - NITROFURANTOIN
მოქმედი ნივთიერება: ნიტროფურანტოინი
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიმიკრობული საშუალება, ნიტროფურანი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: ბლისტერზე 20 ტაბ.
1 ტაბ.
ნიტროფურანტოინი ......... 50 მგ
წარმოადგენს ანტიბაქტერიული მოქმედების საშუალებას, რომელიც გამოიყენება საშარდე გზების ინფექციების სამკურნალოდ. პრეპარატს ახასიათებს ბაქტერიოსტატური მოქმედება (ბაქტერიციდული - მაღალი კონცენტრაციით). მისი მოქმედების სპექტრი მოიცავს მიკროორგანიზმებს, რომლებიც იწვევენ საშარდე გზების ინფექციებს: E.coli, Klebsiella, Enterobacter, enterococci და Staphilococcus. ნიტროფურანტონით მკურნალობის დროს იშვიათად აღინიშნება რეზისტენტობა მის მიმართ. ჯვარედინი რეზისტენტობის შემთხვევები ანტიბიოტიკებთან არ არის დადგენილი.
პრეპარატის მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: enterococci, E.coli, Citrobacter spp., group B, streptococci, Staphilococcus aureus, Staphilococcus epidemodis.
საშარდე გზების ინფექციების იშვიათად იწვევს Salmonella spp., Bacteroides spp., Streptococcus pneumoniae..
პრეპარატის მიმართ ნაწილობრივ ან ზომიერად მგრძნობიარე მიკროორგანიზმებია: Llebsiela pneumoniae, Enterobacter spp.,proteus spp., Providencia spp., Serratia spp.
რეზისტენტულია -Pseudomonas aeruginosa, Proteus mirabilis, Pseudomonas cepacia, acinetobacter.
ჩვენებები:
საშარდე გზების მწვავე და ქრონიკული ანთება;
ცისტიტი, პიელიტი, პიელონეფრიტი;
საშარდე გზების ინფექციის პროფილაქტიკა ოპერაციის წინ.
მიღების წესი და დოზირება:
მწვავე ინფექციების დროს
მოზრდილებში: 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში, 4-7 დღე, არა უმეტეს 10 დღის განმავლობაში.
ბავშვებში 12-14 წლამდე - 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში, 4-7 დღის განმავლობაში.
ქრონიკული ინფექციების დროს:
მოზრდილებში ხანგრძლივი თერაპია: 1-2 კაფსულა დღეში.
ბავშვებში - 5-7 მგ/კგ წონაზე დღეში, დოზა იყოფა 4 მიღებაზე. პრეპარატის დოზა 2.5-3 მგ/კგ წონაზე საკმარისია ხანგრძლივი მკურნალობისათვის. ბავშვებში 3 თვემდე პრეპარატი არ ინიშნება.
პრეპარატი ინიშნება ჭამის შემდეგ.
გვერდითი მოვლენები:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დარღვევები აღინიშნება 13-15%-ში, როდესაც პრეპარატის დოზა აღემატება 7 მგ/კგ/დღეში.
ცნს-ის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნისტაგმი.
პერიფერიული ნეიროპათიები აღინიშნება ავადმყოფებში თირკმელების უკმარისობით, ელექტროლიტური დისბალანსით, B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტით, პირველადი სიმპტომებია: პარესთეზია, მოძრაობის დაქვეითება.
ალერგიული რეაქციები: ეგზანთემა, ეოზინოფილია, სხეულის ტემპერატურის მომატება, ქოლესტაზური ჰეპატიტი, ბრონქული ასთმის შეტევები, ექსუდაციური პლევრიტი, ანაფილაქსიური შოკი.
ჰემოლიზური ან მეგალობლასტური ანემიები (ავადმყოფებში გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას დეფიციტის დროს) და აგრანულოციტოზი.
აღწერილია თმის დროებითი ცვენის შემთხვევები.
აღწერილია სპერმატოგენეზის დარღვევის შემთხვევები ეპითელიური უჯრედების დაზიანებისგამო.
Show More