Fosfocina Suspension 120.0
Fosfocina Suspension 120.0

Fosfocina Suspension 120.0

ესპანეთი

ლაბ. ერნი
About Product
საერთაშორისო დასახელება - fosfolipids
პრეპარატის აქტიური ნივთიერებაა ფოსფომიცინი (DOE) (კალციური). გახსნილი სუსპენზიის ყოველი 5 მლ შეიცავს ფოსფომიცინის (კალციური) 250 მგ-ს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზას პალიტატი, ვიდოკრემი B გუარის ფისი, ბანანის ესენცია ფხვნილის სახით, უწყლო კრემნის კოლოიდური დიოქსიდი და ფრუქტოზა.
ფოსფოცინი სუსპენზია წარმოდგენილია ფხვნილის სახით სუსპენზიის მოსამზადებლად პერორალური გზით მიღებისთვის, წარმოდგენილია შეფუთვით 60 მლ ან 120 მლ სუსპენზიის მოსამზადებლად.
ფოსფომიცინი არის ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი. ფოსფომიცინი პერორალური გზით ინიშნება საშარდე სისტემის მსუბუქი ინფექციების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინფექციებისა და დერმატოლოგიური ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია ამ ანტიბიოტიკზე მგრძნობიარე მიკრობებით.

რეკომენდებული დოზა შეადგენს:
მოზრდილები: სუსპენზიის 5 მლ 2 კოვზი (ფოსფომიცინის 500 მგ) ან 5 მლ-ის 4 კოვზი (ფოსფომიცინის 1 გ), ყოველ 8 საათში.
1 წელზე ზემოთ ბავშვები: სუსპენზიის 5 მლ 1 კოვზი (ფოსფომიცინის 250 მგ) ან 5 მლ 2 კოვზი (ფოსფომიცინის 500 მგ), ყოველ 8 საათში.
დღენაკლული და ძუძუმწოვარი ბავშვები: სუსპენზიის 3 მლ 1 კოვზი (ფოსფომიცინის 150 მგ) ან 3 მლ 2 კოვზი (ფოსფომიცინის 300 მგ), ყოველ 8 საათში.

ინსტრუქცია პრეპარატის სწორი მიღებისთვის
სუსპენზიის მოსამზადებლად გადმოაპირქვავეთ ფლაკონი, რომ ძირზე არ დარჩეს მიკრული ფხვნილი. დაამატეთ ცოტა წყალი და შეანჯღრიეთ. შეავსეთ წყლით ისრით ნაჩვენებ ადგილამდე.
შესაბამის ჩარჩოში ჩაინიშნეთ სუსპენზიის მომზადების თარიღი. გაითვალისიწინეთ სუსპენზიის ვარგისიანობის ვადა მისი გახსნიდან (15 დღე ოთახის ტემპერატურაზე). გამოყენებამდე ყოველთვის შეანჯღრიეთ.
სწორი დოზირებისთვის, გამოიყენეთ 3 და 5 მლ კოვზი, რომელიც მოჰყვება შეფუთვას.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
ისევე როგორც ყველა სხვა პრეპარატმა, ფოსფოცინი სუსპენზიამ შესაძლოა გამოავლინოს გვერდითი მოვლენები.
ფოსფომიცინის პერორალური გზით მიღებამ შესაძლოა გამოიწვიოს თხელი განავალი ან ფაღარათი.
ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლინდა გამონაყარი კანზე, ღებინება, დისპეპსია, მადის დაკარგვა, სირთულე სუნთქვის დროს, მხედველობის გაუარესება და თავის ტკივილები.
ჰიპერმგრძნობიარე პაციენტებში შესაძლოა გამოვლინდეს კანის გაწითლება და შეშუპება, რამაც მომატებული ჰიპერმგრძნობელობის შემთხვევებში, შესაძლოა გამოიწვიოს ანაფილაქტური შოკი.
თუ გამოვლინდა ზემოთ აღწერილი ან რაიმე სხვა გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ კონსულტაციისთვის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
ლაბ. ერნი
Country
ესპანეთი
Generic
Fosfomycin sodium
Form
ფხვნილი სუსპენზიის მოსამზადებლად
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
120მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page