Fortegyn vaginal suppository N6
Fortegyn vaginal suppository N6

Fortegyn vaginal suppository N6

არგენტინა

ლაბ. ტემის ლოსტალო
About Product
დასახელება - ფორტეჟინი #6ვაგ.სუპოზ

გამოყენების ჩვენებები

გამოიყენება ლოკალური მკურნალობისათვის სპეციფიური და არასპეციფიური ვულვოვაგინიტის, ვულვიტის, ვაგინიტის, გაღიზიანებული ან ბაქტერიული ცერვიკოვაგინიტის, კანდიდოზის, ტრიქომონას, Gardnerella vaginitis ან/და Giardien-ის, მონო- და პოლიმიკრობული ინფექციების, ნებისმიერი ეთიოლოგიის ლეიკორიას სამკურნალოდ. საშვილოსნოს ყელის (ეგზოცერვიქსის) და ვაგინალური კედლის ბიოფსიის დროს ნაწიბურების სამკურნალოდ.

დოზირება და გამოყენების წესი

დოზირების კორექცია ხდება სამედიცინო კრიტერიუმების და კლინიკური სურათის მიხედვით. რეკომენდებული დოზირებაა თავდაპირველად 1-2 სანთელი დღეში, შემდეგში მკურნალობის დასრულებამდე – 1 სანთელი დღეში, გამოიყენება ძილის წინ. მკურნალობის კურსია 6-10 დღე. სანთელი შეიყვანება ღრმად ვაგინალურად.

გამოყენების წესი

ვაგინალური სანთელი გამოიღეთ შეფუთვიდან და შეიყვანეთ საშოში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ, სტანდარტული ხანგრძლივობაა 6-10 დღე.
უკუჩვენებები

– მომატებული მგრძნობელობა პროდუქტის ზოგიერთი შემადგენელი ინგრედიენტის ან იმიდაზოლის წარმოებულების მიმართ;

– ორსულობის პირველი ტრიმესტრი;

– ლაქტაციის პერიოდი;

– პაციენტები სისხლის დისკრაზიით;

– ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები.

უსაფრთხოების ზომები

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლის უკმარისობის რთული ფორმის მქონე პაციენტებში. მისი გამოყენება ვერ უზრუნველყოფს სქესობრივი გზით გადამტანი დაავადებებით დაინფიცირების პრევენციას. ვაგინალური სანთლის შემადგენლობამ შესაძლოა გამოიწვიოს ლატექსის კონდომის ან დიაფრაგმის ცვლილებები; ასეთი კონტრაცეპტული საშუალებების გამოყენება მკურნალობის დროს არ შეიძლება.

გაფრთხილებები
ორსულობა და ლაქტაცია
მიუხედავად იმისა, რომ ვაგინალური აბსორბცია უმნიშვნელოა, რეკომენდებული არ არის ამ პროდუქტის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში ან ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
უნდა მოერიდოთ საშოს ტუტე ნივთიერებებით დაბანას.
ვინაიდან ადგილობრივი გამოყენებისას აღინიშნება მედიკამენტის დაბალი აბსორბცია, გამორიცხული არ არის სისტემური ზემოქმედების გამოვლენა, ამიტომ მკურნალობისას რეკომენდებული არ არის ალკოჰოლის, ვარფარინის, კუმარინის (ანტიკოაგულაციური ეფექტის პოტენცირება) და დისულფირამის გამოყენება.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 250C , არ გაყინოთ.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისობის ვადა
36 თვე
Show More
More Info
Brand
ლაბ. ტემის ლოსტალო
Country
არგენტინა
Generic
metronidazole+miconazole+Asian centella+polimixin B+neomicin
Form
სანთელი ვაგინალური
Quantity
6
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page