Folliculinum amp 0.1% 1ml #10
Folliculinum amp 0.1% 1ml #10

Folliculinum amp 0.1% 1ml #10

საქართველო

ბიოფარმი ს/ს
About Product
საერთაშორისო დასახელება - Oestronum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სასქესო ჰორმონების პრეპარატები და მათი ანტაგონისტები
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს 1მგ ესტრონს.
დამხმარე ნივთიერება-ატმის ზეთი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ესტროგენი

ჩვენება:
ფილიკულინს იყენებენ საკვერცხეების ფუნქციის უკმარისობით (პირველადი და მეორადი ამენორეა, სასქესო აპარატის ჰიპოპლაზიის და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობის, კლიმაქსური და პოსტკასტრაციული დარღვევების, საკვერცხეების ესტროგენული ფუნქციის დაქვეითებით გამოწვეული უნაყოფობის, მშობიარობის შესუსტების, წინამდებარე ორსულობით გამოწვეული მდგომარეობების დროს და სხვა). პრეპარატს იყენებენ აგრეთვე ჰიპერტონული დაავადების სამკურნალოდ კლიმაქსის პერიოდში, ზოგჯერ-პერიფერიული სისხლძარღვების სპაზმების დროს.

წინააღმდეგჩვენება:
სასქესო ორგანოების, სარძევე ჯირკვლების და სხვა ორგანოების (60 წლამდე ასაკის ქალებში) ავთვისებიანი და კეთილთვისებიანი სიმსივნეები, მასტოპათიები, ენდომეტრიტი, საშვილოსნოდან სისხლდენების მიმართ მიდრეკილება, კლიმაქსის პერიოდის ჰიპერესტროგენული ფაზა.

დოზირება და მიღების წესი:
პრეპარატის დოზა ინდივიდუალურია. ფოლიკულინს იყენებენ კუნთებში ინექციის სახით.
სასქესო ორგანოების და მეორადი სასქესო ნიშნების განუვითარებლობით მიმდინარე პირველადი ამენორეის დროს კუნთებში შეჰყავთ 1-2მლ პრეპარატი ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით 1-2 თვის და მეტი ხნის განმავლობაში (საშვილოსნოს ზომების მნიშვნელოვნად მომატებამდე). შემდგომში ინიშნება პროგესტერონი (5მგ კუნთებში ერთხელ დღეღამეში 6-8 დღეღამის განმავლობაში). აუცილებლობის შემთხვევაში საჭიროა ჰორმონოთერაპიის კურსიის განმეორება.
მეორადი ამენორეის დროს 15-16 დღეღამის განმავლობაში შეჰყავთ (ყოველდღიურად) 1მლ პრეპარატი, პროგესტერონის ან პრეგნინის შემდგომი დანიშვნით 6-8 დღეღამის განმავლობაში. მყარი ეფექტის არ არსებობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ.
საკვერცხეების ჰიპოფუნქციით და საშვილოსნოს განუვითარებლობით გამოწვეული ჰიპო- და ოლიგომენორეის, ალგოდისმენორეის, უნაყოფობის დროს ფოლიკულინს იყენებენ მენსტრუალური ციკლის დამთავრების შემდეგ: ყოველდღიურად შეჰყავთ 0,5-1მლ 15-16 დღეღამის განმავლობაში, ხოლო შემდგომში ჩვენებების მიხედვით, ინიშნება პროგესტერონი ან პრეგნინი 6-8 დღეღამის განმავლობაში. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია იგივე ვადებში მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ.
სასქესო აპარატის ძლიერი ჰიპოპლაზიის და ესტროგენებით ხანგრძლივი მკურნალობის აუცილებლობის დროს მეტად მნიშვნელოვანია პროლონგირებული ტიპის მოქმედების მქონე პრეპარატების დანიშვნა.
კლიმაქსით და ოვარიექტომიით გამოწვეული ფუნქციური დარღვევების დროს (დეპრესია, ანგიონევროზული ცვლილებები და სხვა) შეჰყავთ 0,5-1მლ პრეპარატი ერთხელ დღეღამეში ან 1-2 დღეღამის ინტერვალით 10-15 ინექციის კურსით. სიმპტომების კვლავ წარმოშობის შემდეგ საჭიროა მკურნალობის კურსის განმეორება. კლიმაქსური პერიოდის ფაზის და სიმპტომატიკის მიხედვით საჭიროა დოზების მკაცრად ინდივიდუალურად შერჩევა (აუცილებელია მინიმალური ეფექტური დოზების შერჩევა).
მშობიარობის პროცესის სისუსტის და წინამდებარე ორსულობის დროს ფოლიკულინი შეჰყავთ 2-3სთ-ით ადრე მშობიარობის მასტიმულირებელ პრეპარატების შეყვანამდე (4-5მლ).

გვერდითი მოვლენები:
ფოლიკულინის ხანგრძლივად გამოყენება იწვევს ენდომეტრიუმში პროლიფერაციულ ცვლილებებს და საშვილოსნოდან სისხლდენებს.
Show More
More Info
Brand
ბიოფარმი ს/ს
Country
საქართველო
Generic
estrone
Dose
0.1%
Form
ხსნარი საინექციო ზეთოვანი
Packing
ამპულა
Quantity
10
Volume
1მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page