Disurinorm susp 250ml #1
Disurinorm susp 250ml #1

Disurinorm susp 250ml #1

ესპანეთი

მიგუელ ი გარიგა
About Product

შემადგენლობა: 1 დოზა (10 მლ) შეიცავს-აქტიური ნივთიერებებს: 8,94 გრ ჰიდროლატს მიღებულს 2,25 გრ ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტისგან; 0,16 გრ მცოცავი პალმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისგან; 0,25 გრ ცხენისწაბლას თესლის მშრალი ექსტრაქტისგან; 0,315 გრ გოგრის მშრალი ექსტრაქტისგან. 1 მლ შეიცავს - აქტიური ნივთიერებებს: 894 მგ ჰიდროლატს მიღებულს 225 მგ ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტისგან; 16 მგ მცოცავი პალმის ნაყოფის მშრალი ექსტრაქტისგან; 25 მგ ცხენისწაბლას თესლის მშრალი ექსტრაქტისგან; 31,5 მგ გოგრის მშრალი ექსტრაქტისგან. დამხმარე ნივთიერებები: პოლიეთილენგლიკოლი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის კარბოქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი, ლიმონის მჟავა, ვანილის და თხილის არომატიზატორი, კალიუმის აცესულფამი, სუკრალოზა, ნეოქსერიდინი, გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საკვები დანამატი

ჩვენებები: საკვები დანამატის სახით კვებით რაციონში წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის (ადენომა) I-II სტადიისა და პროსტატიტების დროს შარდის გამოყოფის ისეთი დარღვევების პროფილაქტიკისთვის, როგორიცაა გართულებული, მტკივნეული და ხშირი შარდვა, მათ შორის ღამის პერიოდში, შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება (ნარჩენი შარდის არსებობა), შარდვის გადაულახავი სურვილი.

დოზირება და მიღების წესი: 10 მლ 2-ჯერ დღეში. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ გამოიყენოთ სრულფასოვანი, ბალანსირებული კვების ჩასანაცვლებლად! არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას!

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

განსაკუთრებული მითითებები: არ გამოიყენება ბავშვებში. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. კვებითი დანამატი. არ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს. არ შეიცავს გმო-ს.

გარეგნული სახე და შეფუთვა: შინაგანი გამოყენების 250 მლ სუსპენზია მუყაოს კოლოფში საზომ ჭიქასთან ერთად.

შენახვის პირობები: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: მითითებულია შეფუთვაზე.
Show More
More Info
Brand
მიგუელ ი გარიგა
Country
ესპანეთი
Generic
urtica+serenoa repens+aesculus hippocastanum+cucurbita pepo
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
250მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page