Clotrimazol supp vag 100mg #6
Clotrimazol supp vag 100mg #6

Clotrimazol supp vag 100mg #6

გერმანია

დენკ ფარმა
About Product
შემადგენლობა: აქტიურ ნივთიერებას წარმოადგენს კლოტრიმაზოლი. 1 ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 100მგ კლოტრიმაზოლს. დამხმარე ინგრედიენტებია: ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცეცლულოზა, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, ჰიპრომელოზა, ცელულოზის ფხვნილი, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენება: კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება საშოს სოკოვანი ინფექციბის სამკურნალოდ. კლოტრიმაზოლი, კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის აქტიური ნივთიერება აინჰიბირებს სოკოების ისეთი უჯრედების ზრდას და გამრავლებას, როგორიც არის საფუარის სოკო (ჩვეულებრივ candida-ს სახეობები), ასევე სხვა ბევრი სოკოვანი ელემენტები და ზოგიერთი ბაქტერია. კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი გამოიყენება სოკოთი (ძირითადად candida) გამოწვეულ საშოს ანთების და გამონადენის დროს.

უკუჩვენება: კლოტრი-დენკ 100 ვაგინალი არ გამოიყენება თუ პაციენტი ალერგიულია (ჰიპერმგრძნობიარეა) კლოტრიმაზოლის ან ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.

კლოტრი-დენკ 100 ვაგინალის გამოყენება განსაკუთრებული სიფრთხილით: ლატექსის პროდუქტებთან კომბინირებულმა გამოყენებამ (მაგალითად კონდომი ან დიაფრაგმა) შესაძლებელია შეამციროს აღნიშნული პროდუქტების ფუნქციის შემცირება და შესაბამისად მათი დაცვის მექანიზმის შემცირება კლოტრი-დენკი 100 ვაგინალში შემავალი დამხმარე
ნივთიერებების გამო.
გამოიყენების წესი: კლოტრი-დენკი 100 ვაგინალი ყოველთვის გამოიყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად. რაიმე ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. აუცილებლად უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს, თუ მსგავსი სიმპტომები პირველად გამოვლინდა ან თუ პაციენტს ჰქონდა 4-ზე მეტი ინფექციის შემთხვევა ბოლო 12 თვის განმავლობაში. 18 წლის და უფრო მცირე ასაკის პაციენტებში პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და მკურნალობა უნდა განხორციელდეს მხოლოდ ექიმის დაკვირვების ქვეშ.

ჩვეულებრივი დოზა: თუ არ არის ექიმის განსხვავებული დანიშნულება, მაშინ გამოიყენება 1 ვაგინალური ტაბლეტი დღეში, რაც შეიძლება ღრმად, 6 მომდევნო დღის განმავლობაში, სასურველია ღამით.

შენახვის წესი: ინახება მშრალ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 25C-ზე დაბალ ტემპერატურაზე. არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
დენკ ფარმა
Country
გერმანია
Generic
clotrimazole
Dose
100მგ
Form
ტაბლეტი ვაგინალური
Packing
+აპლიკატორი
Quantity
6
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page