Cefanorm caps #30

Cefanorm caps #30

გერმანია

ცეფაკ
About Product
საერთაშორისო დასახელება - Vitex agnus-castus
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტიჰიპერპროლაქტინემიური პრეპარატი

შემადგენლობა:
1 კაფსულა აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების მშრალი ექსტრაქტის 4 მგ-ს, რაც შეესაბამება 40 მგ მცენარეულ პრეპარატს.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ცეფანორმის აქტიური ნივთიერება _ Agnus Castus-ის ნაყოფების მშრალი ექსტრაქტი ელექტიურად ასტიმულირებს ჰიპოფიზის (ლაქტოგენური) უჯრედების D2-რეცეპტორებს, აინჰიბირებს პროლაქტინის გამოთავისუფლებას და აღადგენს გონადოტროპინების ფიზიოლოგიურ სეკრეციას და მენსტრუალურ ციკლს. ახდენს მარეგულირებელ ზემოქმედებას პროლაქტინის დონეზე. პროლაქტინის დაბალი დონისას მისი სეკრეცია იზრდება, მაღალი დონისას კი _ ინჰიბირდება. არეგულირებს ესტროგენ-პროჟესტერინულ დისბალანსს, აინჰიბირებს ლაქტაციას, ამცირებს მასტოდინიის სიმპტომების გამოვლინებას, ასტაბილურებს და/ან აღადგენს დარღვეულ მენსტრუალურ ციკლს, ასტიმულირებს ყვითელი სხეულის განვითარებას, ხსნის სომატურ და ფსიქიურ სიმპტომებს, რომლებიც ვლინდება მენსტრუაციის ლუთეინურ ფაზაში.

ჩვენებები:
მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ყვითელი სხეულის უკმარისობა, უნაყოფობა, სარძევე ჯირკვლის კეთილთვისებიანი დაავადებები (მასტოდინია, მასტოპათია), პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული სინდრომი.

მოხმარების წესი და დოზირება:
ცეფანორმი მოზრდილებში მიიღება 1 კაფსულა 1-ჯერ დღეში სითხის მცირე რაოდენობასთან ერთად (სასურველია ერთსა და იმავე დროს).
მკურნალობის კურსიშეადგენს _ 3 თვეს (მენსტრუაციის დროს შესვენების გარეშე).

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა Agnus Castus-ის (აბრაამის ხის) ნაყოფების, ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ. ჰიპოფიზის სიმსივნეები, სარძევე ჯირკვლის კარცინომა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:
არ არის რეკომენდებული ცეფანორმის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
ცეფანორმის დოფამინის რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტურობის შემცირება.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათ შემთხვევაში _ ვლინდება ალერგიული რეაქციები კანზე გამონაყრის სახით.
Show More
More Info
Brand
ცეფაკ
Country
გერმანია
Generic
agnus castus
Dose
40მგ
Form
კაფსულა
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page