შემადგენლობა თითოეული ტაბლეტი შეიცავს: აქტიური ნოვთიერება: 2,5 მგ ბრომოკრიპტინი 2,87 ბრომოკრიპტინის მეზილატის ფორმით. დამხამრე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოვიდონი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა.ფარმაკოთერაპიული ჯგუფი პროლაქტინის ინჰიბიტორები.ჩვენებები ლაქტაციის დათრგუნვა ან შემცირება სამედიცინო ჩვენებების მიხედვით პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ლაქტაციის რუტინული დათრგუნვისთვის ან მშობიარობის შემდგომი ტკივილების სიმპტომების შესამსუბუქებლად და სარძევე ჯირკვლების გასაუხეშებლად. ჰიპერპორლაქტინემია ჰიპერპროლაქტინემიის მკურნალობა მამაკაცებსა და ქალებში (გალაქტორეით და/ან მის გარეშე მიმდინარე). უნაყოფობა ჰიპერპროლაქტინემიასთან დაკავშირებული უნაყოფობის მკურნალობა. ბრომოკრიპტინი მიიღება ქალებში უნაყოფობის დროს ჰიპერპროლაქტინემიის გარეშე. პროლაქტინომები ბრომოკრიპტინი შესაძლებელია წარმოადგენდეს პირველი რიგის პრეპარატს მაკროადენომის მკურნალობაში და ქირურგიული ჩარევის ალტერნატივას (ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია) მიკროადენომის მქონე პაციენტებში.გამოყენება ორულობის და ლაქტაციის დროს ორსულობა ორსულობის დროს, როგორც წესი რეკომენდებულია ბრომოკრიპტინის მიღების შეწყვეტა მენსტრუალური ციკლის პირველი გამოტოვების შემდეგ.
ორსულებში ჰიპოფიზის ადენომით, პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ საჭიროა სათანადო კონტროლი (მხედველობის არეალის განმეორებითი განსაზღვრით) მთელი ორსულობის განმავლობაში.
პროლაქტინომის სწრაფი ზრდის შემთხვევაში , უნდა მოხდეს ბრომოკრიპტინის მიღების განახლება. 2000 ორსულზე დაკვირვების შეფასებიდან გამომდინარე, ბრომოკრიპტინის გამოყენებას არ ახლდა ორსულობის შეწყვეტის, ნაადრევი მშობიარობის ან ნაყოფში დეფექტების განვითარების მომატებული რისკი. საერთო მტკიცებულებები მიუთითებენ ტერატოგენურობის ან ემბრიოტოქსიურობის ეფექტების არარსებობაზე.
ლაქტაცია ვინაიდან, ბრომოკრიპტინი თრგუნავს ლაქტაციას და აღწევს დედის რძეში, მისი დანიშვნა არ არის რეკომენდებული ლაქტაციის დროს.
გამოყენების წესი და დოზირება დოზირება მოცემული სამკურნალო საშუალების მიღება უნდა მოხდეს ჭამის დროს. უმეტესი ჩვენებების მიხედვით, მიღებისას ოპტიმალური თერაპიული ეფექტის მიღწევა გვერდითი რეაქციების განვითარების მინიმალური რაოდენობით, შესაძლებელია დოზის თანდათანობით მომატების მეშვეობით.
მიღება მოზრდილებში: მაქსიმალური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 30მგ/დღეში.
რეკომენდებულია მიღების შემდეგი სქემა:
საწყისი დოზა - 1,25მგ ძილის წინ, 2-3 დღის შემდეგ დოზა უნდა გაიზარდოს 2,5მგ ძილის წინ. შემდეგ დოზა იზრდება 1,25მგ-ით 2-3 დღიანი ინტერვალებით, ვიდრე არ მიიღწევა 2,5მგ 2-ჯერ დღეში სადღეღამისო დოზა. დოზის შემდგომი მომატება აუცილებლობის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ანალოგიურად.