About Product
შემადგენლობა:
100გ გრანულირებული ფხვნილი შეიცავს:
ლიმონის მჟავა უწყლო 39,90გ
ნატრიუმის ციტრატი უწყლო 27,85გ
კალიუმის ჰიდროგენკარბონატი 32,25გ
სამკურნალო ფორმა
გრანულირებული ფხვნილი
კლინიკო-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
საშარდე გზების კონკრემენტების დასაშლელი საშუალება
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის მოქმედება განპირობებულია შარდის რეაქციის თანმიმდევრული
ნეიტრალიზაციით. როდესაც შარდის რეაქცია უახლოვდება ნეიტრალურს და პH
შეადგენს 6,6-6,8, მაშინ მნიშვნელოვნად მატულობს შარდმჟავას მარილების
ხსნადობა და ხანგრძლივდება კალიუმის გამოყოფა. თუ პH-ს აღნიშნული
მნიშვნელობა ხანგრძლივადაა შენარჩუნებული, იგი იწვევს შარდმჟავას
კონკრემენტების დაშლას და ხელს უშლის მათ წარმოქმნას. ამასთან ერთად,
ბლემარენი ამცირებს კალციუმის ელიმინაციას, აუმჯობესებს კალციუმის ოქსალატის
გახსნას შარდში, იწვევს კრისტალების წარმოქმნის ინჰიბირებას და ხელს უშლის
კალციუმის ოქსალატების კონკრემენტების წარმოქმნას.
ჩვენებები
-შარდმჟავას და კალციუმის-ოქსალატების კონკრემენტების დაშლა და მათი
წარმოქმნის პროფილაქტიკა;
-შერეული შარდმჟავა-ოქსალატების კონკრემენტების დაშლა, რომლებიც შეიცავს
25% ოქსალატებს;
-პაციენტების შარდის გატუტოვნებისათვის, რომლებიც იღებენ ციტოსტატურ
საშუალებებს, ან პრეპარატებს, რომლებიც იწვევენ შარდმჟავას გამოყოფას;
-კანის პორფირიის სიმპტომური მკურნალობა (Pორპჰყრია ცუტანეა ტარდა).
უკუჩვენებები:
-თირკმელების მწვავე და ქრონიკული უკმარისობა;
-მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის დარღვევა (მეტაბოლური ალკალოზი);
-შარდგამომყოფი გზების ქრონიკული ინფექციური დაავადებები, რომლებიც
გამოწვეულია შარდოვანას დამშლელი ბაქტერიებით;
-მკაცრი უმარილო დიეტა (მაგალითად, ჰიპერტონიის მძიმე ფორმა).
-ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი (ვინაიდან მონაცემები პრეპარატის გამოყენების
შესახებ ამ პერიოდში არ მოიპოვება, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული).დოზირების რეჟიმი:
პრეპარატის დოზირება უნდა იყოს ისეთი, რომ შარდის პH მნიშვენელობა უნდა
შეადგენდეს 6,2-6,8-ს. საშუალო დღეღამური დოზა მერყეობს ინდივიდუალური
თავისებურებების მიხედვით და შეადგენს 6გ-დან 18გ-ს. პრეპარატი ინიშნება
თანაბარი ინტერავალით 2-3 ჯერ დღეში, (მაგალითად, 08.00; 14.00; 20.00 საათი)
1-2 საზომი კოვზის ოდენობით. თუ პH 6,2 ნაკლებია, პრეპარატის დოზა იზრდება
მის 6,8 აღდგენამდე.
თუ პრეპარატი ინიშნება ცისტინური კონკრემენტების დასაშლელად, შარდის პH
უნდა შეადგენდეს 7,5-8,5. ამ შემთხვევაში პრეპარატის დოზა მატულობს.
შარდმჟავა კონკრემენტების დაშლისათვის შარდის პH მნიშვნელობა უნდა იყოს 6,8-
7,4.
კალცი-ოქსალატური კონკრემენტების წარმოქმნის პროფილაქტიკისათვის შარდის
პH მნიშვნელობა უნდა შეადგენდეს 7,0, პორფირიის მკურნალობის ფონზე _ 7,2-
7,5.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 4 კვირიდან 6 თვემდე.
გრანულატი იხსნება სითხეში (ჩაი, ხილის წვენი, ტუტე მინერალური წყალი).
ეფექტურობის კონტროლი ტარდება 3 ჯერ დღეში, ყველა ერთჯერდი დოზის
მიღების წინ ხდება შარდის პH მნიშვნელობის დადგენა ინდიკატორით. ქაღალდზე
მიღებულ ფერს 2 წუთის განმავლობაში ადარებენ შკალასთან და მიღებული
მნიშვნელობა აღინიშნება საკონტროლო კალენდარში.
ცისტინური კონკრემენტების არსებობის და პორფირიის მკურანლობის დროს
ეფექტურობის მონიტორინგისათვის საჭიროა სპეციალური საინდიკატორო ქაღალდი
შარდის პH მნიშვნელობით 7,2-დან 9,7-მდე.
შენახვის პირობები და ვადა:
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 250ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ
ადგილას
ვარგისიანობის ვადა _ 3 წელი.
დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.
Show More
More Info
117865
Generic
citric acid+potassium hydrocarbonate+sodium citrate