Adatam XR tab 0.4mg #30

Adatam XR tab 0.4mg #30

პოლონეთი

ადამედ ფარმა
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერებაა ტამსულოზინის ჰიდროქლორიდი. ყოველი გახანგრძლივებული მოქმედების ტაბლეტი შეიცავს 0,4მგ ტამსულოზინის ჰიდროქლორიდს. დამხმარე ნივთიერებები: ტაბლეტის ბირთვი: მაკროგოლი 7000 000; ცელულოზა, მიკროკრისტალური ტიპი 200; სილიციუმი, კოლოიდური უწყლო ტიპი 200, მაგნიუმის სტეარატი.
აპკიანი გარსი Opadry 03F220088 ყვითელი: ჰიპრომელოზა HPMC 2910 (E464), ტიტანის დიოქსიდი (E171), მაკროგოლი 8000 (E1521), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172).

ჩვენება: ამცირებს პროსტატისა და ურეთრის გლუვი კუნთების დაძაბულობას, რაც საშუალებას აძლევს შარდს უფრო ადვილად გაიაროს ურეთრაში და აადვილებს შარდვას. გარდა ამისა, ის ამცირებს სურვილის შეგრძნებას. ადატამ XR გამოიყენება მამაკაცებში ქვედა საშარდე გზების ჩივილების სამკურნალოდ, რომლებიც დაკავშირებულია გადიდებულ პროსტატის ჯირკვალთან (კეთილთვისებიანი პროსტატის ჰიპერპლაზია). ეს ჩივილები შეიძლება მოიცავდეს შარდვის გაძნელებას (ცუდი ნაკადი), წვეთებით შარდვას, გადაუდებელი და ხშირი შარდვა ღამით და ასევე დღის განმავლობაში.

უკუჩვენება: არ გამოიყენება ადატამ XR, თუ: პაციენტი არის ალერგიული ტამსულოზინის ან ადატამ XR-ის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ; ჰიპერმგრძნობელობა შეიძლება გამოვლინდეს როგორც სხეულის რბილი ქსოვილების (მაგ. ყელი ან ენა) უეცარი ადგილობრივი შეშუპებით, გაძნელებული სუნთქვით და-ან ქავილით და გამონაყარით (ანგიონევროზული შეშუპება), თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე პრობლემები; აღინიშნება გონების დაკარგვა არტერიული წნევის დაქვეითების გამო პოზის შეცვლისას (წამოდგომისას ან დაჯდომისას).

ადატამ XR მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად: ადატამ XR შეიძლება მიღებულ იქნას საკვებისგან დამოუკიდებლად.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა: ადატამ XR ნაჩვენები არ არის ქალებში გამოსაყენებლად.
მამაკაცებში დაფიქსირდა ეაკულაციის დარღვევა. ეს ნიშნავს, რომ სპერმა არ გამოიყოფა ურეთრის გავლით, არამედ გადადის შარდის ბუშტში (რეტროგრადული ეაკულაცია) ან ეაკულაციის მოცულობა მცირდება ან არ არის (ეაკულაციის უკმარისობა). ეს ფენომენი უვნებელია.

ზემოქმედება ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე: უნდა გაითვალისწინონ, რომ შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, ამ შემთხვევაში პაციენტებმა არ უნდა შეასრულონ მოქმედებები, რომლებიც საჭიროებს ყურადღებას.

მიღების წესი: ყოველთვის მიიღეთა ეს პრეპარატი მკურნალი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცეტს.
რეკომენდებული დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში, სასურველია ყოველი დღის ერთსა და იმავე დროს. მისი მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე. მთლიანი ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს, დაუშვებელია დაღეჭვა.
ადატამ XR-ის ტაბლეტი შექმნილია ისე, რომ გადაყლაპვის შემდეგ აქტიური ნივთიერება გამოიყოფა თანდათან, თანაბრად. შესაძლებელია, რომ ტაბლეტის ნარჩენი დაფიქსირდეს განავალში.
არ არსებობს არანაირი საფუძველი, იეჭვიონ, რომ ტაბლეტი არაეფექტურია, რადგან აქტიური ნივთიერება ადრე გამოიყოფა ტაბლეტიდან.
როგორც წესი, ადატამ XR ინიშნება ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ეფექტები შარდის ბუშტზე და შარდვაზე შენარჩუნებულია ადატამ XR-ით ხანგრძლივი მკურნალობის დროს.
Show More
More Info
Brand
ადამედ ფარმა
Country
პოლონეთი
Generic
tamsulosin
Dose
0.4მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
30
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page