Senade neo tab N60

Senade neo tab N60

საქართველო

ნეოფარმი
About Product
სენადე ნეო

შემადგენლობა: A და B სენოზიდების კალციუმის მარილები -- 13,5მგ (სენას ფოთლების ექსტრაქტის სახით).
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, პოვიდონი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი, მეთილპარაბენი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.
პეპარატი მზადდება სენას ფოთლების (ჩასსია აცუტიფოლია Dელ.; ოჯახი – Fაბაცეაე) ექსტრაქტის საფუძველზე.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: პრეპარატი იწვევს მსხვილი ნაწლავის რეცეპტორების გაღიზიანებას და რეფლექტორულად აძლიერებს პერისტალტიკას, რაც განაპირობებს ნაწლავების უფრო სწრაფ დაცლას, მისი ნორმალური მუშაობის აღდგენას. არ იწვევს მიჩვევას, ხელს არ უშლის საჭმლის მონელებას.
პრეპარატის მოქმედება იწყება მიღებიდან 8-10 სთ-ის შემდეგ.

გამოყენების რეკომენდაცია: გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში, როგორც დამხმარე საშუალება.
შეკრულობები, გამოწვეული მსხვილი ნაწლავის ჰიპოტონიითა და პერისტალტიკის მოდუნებით. კუჭის მოქმედების რეგულირება ბუასილის, პროქტიტისა და ანალური ნაპრალების დროს.

მიღების წესი და დოზირება: მიიღება პერორალურად, ჩვეულებრივ, 1-ჯერ დღეში, ძილის წინ, წყლის მიყოლებით.
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში: 1 ტაბლეტი მიღებაზე. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 2-3 ტაბლეტამდე.
ბავშვებში: 6-დან 12 წლამდე: 12 ტაბლეტი მიღებაზე და აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ზრდიან 1-2 ტაბლეტამდე.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ; ნაწლავების გაუვალობა, ჩაჭედილი თიაქარი, მუცლის ღრუს ორგანოების მწვავე ანთებითი დაავადებები, პერიტონიტი, სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მეტრორაგია, ცისტიტი, სპასტიური კოლიტი, წყალ-მარილოვანი ცვლის დარღვევა.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში, ბავშვებში 6 წლამდე, ოპერაციის შემდგომ პერიოდში.

გვერდითი მოვლენები: პრეპარატის საფაღარათო მოქმედებას შეიძლება თან ახლდეს მუცლის ჭვალისმაგვარი ტკივილი. დოზის გადაჭარბებამ და ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა.

განსაკუთრებული მითითებები: მკურნალობის დროს შარდის შეფერილობა ხდება მოყვითალო-ყავისფერი ან მოწითალო-იისფერი. ამან არ უნდა გამოიწვიოს შეშფოთება: შარდის ბუნებრივი ფერი აღდგება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
არ არის რეკომენდირებული ,,სენადე ნეო’’-ს ტაბლეტების გამოყენება 2 კვირაზე მეტი ხნის მანძილზე.

დოზის გადაჭარბება: დოზის გადაჭარბებისას ადგილი შეიძლება ჰქონდეს დიარეას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის გაუწყლოება. ამ შემთხვევაში საჭიროა ბევრი სითხის მიღება.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ პრეპარატის სარგებლისა და რისკის შეფესების გათვალისწინებით.

ურთიერთქმედება სხვა პეპარატებთან: დიდი დოზებით ხანგრძლივი მიღებისას შესაძლოა გააძლიეროს საგულე გლიკოზიდების მოქმედება და გავლენა მოახდინოს ანტიარითმიული პრეპარატების მოქმედებაზე ჰიპოკალიემიის განვითარების რისკის გაზრდით.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, არაუმეტეს 30C ტემპერატურის პირობებში.
აკრძალულია პრეპარატის გამოყენება პრეპარატის ვარგისობის ვადის ამოწურვის ან ვიზუალური დათვალიერებისას დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში.
Show More
More Info
Brand
ნეოფარმი
Country
საქართველო
Generic
sennoside A+B
Form
ტაბლეტი
Quantity
60
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page