საერთაშორისო დასახელება - comb. drug კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → საჭმლის მომნელებელი ფერმენტების შემცველი პრეპარატები
ჩვენება - საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება ქრონიკული პანკრეატიტის, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების დროს; - საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება და მეტეორიზმი გასტროინტესტინალური დაავადებისა და პოსტოპერაციული მეტეორიზმის დროს; - ღეჭვის პრობლემებიდან გამომდინარე საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია ასაკთან და პროტეზთან; - საჭმლის მონელების ფუნქციის დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია აირების შეკავებასთან; - რადიოლოგიური გამოკვლევების წინ გასტროინტესტინალურ ტრაქტში აირების შესამცირებლად.
უკუჩვენება - პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა. უსაფრთხოების ზომები სხვა პრეპარატებთან ერთად რეოფარის მიღებისას, სასურველია ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია. პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს ანოტაციაში მითითებული დოზით. რეოფარით ორ კვირიანი მკურნალობის შედეგად, თუ არ მოხდება სიმპტომების გაუმჯობესება, მკურნალობა უნდა შეწყდეს და დაინიშნოს ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება დადგენილია.
დოზის გადაჭარბება დოზის გადაჭარბების შემთხვევა დღემდე არ გამოვლენილა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. დოზის გადაჭარბების გამოვლინების შემთხვევაში, უნდა დაინიშნოს სიმპტომური და შემანარჩუნებელი თერაპია.
ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვაზე გავლენა პრეპარატი გავლენას არ ახდენს ავტომობილისა და სხვა მექანიკური საშუალებების მართვის უნარზე.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შემთხვევები არ გამოვლენილა.
დოზირება და მიღების წესი პრეპარატი ინიშნება 1 ან 2 ტაბლეტი კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. პრეპარატი არ უნდა დაიღეჭოს. ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე - ყოველი კვების შემდეგ 2 ტაბლეტი.
გვერდითი მოვლენები პირის ღრუს და ლოყის ლორწოვანი გარსის ანთება, კუჭ-ნაწლავის დარღვევევბი (ღებინება, ტკივილი მუცლის არეში), მომატებული მგრძნობელობის რეაქციები და ა.შ.
Show More
More Info
116170
Brand
ჯი-ემ-პი
Country
საქართველო
Generic
pancreatine+multienzymes/ipaza+proteaza/+ox bile extract+hemicelluse+dimethicone