Rabezol 20mg tab N28

Rabezol 20mg tab N28

თურქეთი

ილკო ილაჩ სანი
About Product
დასახელება - რაბეზოლი / Rabezol

ჩვენებები:
- კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- გასტრო-ეზოფაგური რეფლუქსი, ეროზიული ეზოფაგიტი;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომი და სხვა მდგომარეობები პათოლოგიური ჰიპერსეკრეციით;
- H.პყლორı-ით ინდუცირებული წყლულოვანი დაავადების მკურნალობა და რეციდივის თავიდან აცილება.

დოზირების რეჟიმი:
პრეპარატი მიიღება მკურნალი ექიმის მიერ დანიშნული მიღების წესებისა და დოზირების რეჟიმის მკაცრი დაცვით.
რაბეზოლი მიიღება დღეში ერთხელ დოზით 20 მგ, დილით, უზმოზე მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით. ნაწლავში ხსნადი ტაბლეტი მიიღება პერორალურად მთლიანად დაუღეჭავად, არ შეიძლება ტაბლეტის დაფშვნა და გაყოფა.
კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება და ქირურგიული ანასტომოზების შემდეგ:
რაბეზოლის დღიური დოზა შეადგენს 20 მგ-ს, მკურნალობის ხანგრძლივობა 4-8 კვირა. კლინიკური ეფექტის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება კიდევ 8 კვირით. გასტროეზოფაგური რეფლუქსის გახანგრძლივებული მკურნალობის დროს, პრეპარატის შემანარჩუნებელი დოზა დგინდება ორგანიზმის ინდივიდუალური თავისებურებებით – 10 მგ ან 20 მგ, ხოლო მკურნალობის ხანგრძლივობა დგინდება მკურნალი ექიმის მიერ. საშუალო და მძიმე სტადიის გასტრო-ეზოფაგალური რეფლუქსის მკურნალობის დროს ინიშნება 10 მგ ერთჯერადად. მკურნალობის კურსი - 4 კვირა. მკურნალობის არაეფექტურობის დროს აუცილებელია მკურნალ ექიმთან მიმართვა.
ზოლინგერ-ელისონის სინდრომი:
რაბეზოლის დღიური რეკომენდებული დოზა ატარებს ინდივიდუალურ ხასიათს. პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობის მიხედვით. რაბეზოლის რეკომენდებული ინდივიდუალური დოზა შეადგენს 60 მგ-ს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კლინიკურ მდგომარეობაზე. ზოგიერთ პაციენტში დღიური დოზა ინიშნება ორ მიღებად.

Helicobacter Pylori-ს ერადიკაციისათვის ინიშნება კომპლექსში ორ ანტიბიოტიკთან ერთად (ამოქსიცილინი და კლარითრომიცინი), მკურნალობის ხანგრძლივობა 7 დღე.

უკუჩვენებები:
- პრეპარატის ან მისი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
- პროტონული პომპის სხვა ინჰიბიტორების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა.
- კუჭის ავთვისებიანი სიმსივნეები.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25ძC ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ილკო ილაჩ სანი
Country
თურქეთი
Generic
rabeprazole
Dose
20მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
28
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page