უკუჩვენებები: პროლაქსის კაფსულის მიღება არ შეიძლება აპენდიციტის ან ნაწლავური ობსტრუქციების დროს.
გვერდითი ეფექტები: პროლაქსმა შეიძლება გამოიწვიოს მსუბუქი აბდომინალური დისკომფორტი , როგორიცაა კოლიკა ან სპაზმი. ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დიარეა .
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
მიღების წესი და დოზირება: მიიღეთ 1-3 კაფსულა ძილის წინ 200 მლ წყალთან ერთად 15-30 დღის განმავლობაში ან ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. მკურნალობის კურსის განმეორება შესაძლებელია 1 თვის შემდეგ. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.
შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .