About Product
ბიოლოგიურად აქტიური დანამატის
გამოყენების რეკომენდაცია
პრობიტეკი
(PROBITEK)
მოქმედება:
პრობიტეკი წარმოადგენს პრობიოტიკების ნაკრებს, რომელიც ხელს უწყობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედების ნორმალიზაციას. მასში შემავალი ლაქტობაქტერიები და ბიფიდობაქტერიები ლორწოვანი გარსის ზედაპირზე წარმოქმნიან დამცავ ბიოლოგიურ შრეს, რომელიც ეწინააღმდეგება მასზე პათოლოგიური მიკროორგანიზმებისა და უმარტივესების მიმაგრებას და იცავს ტოქსინების ზემოქმედებისაგან. ბიფიდობაქტერიები ამუხრუჭებენ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების გამრავლებას; მონაწილეობენ ჰორმონების, K და B-ჯგუფის ვიტამინების, ფოლიუმისა და პანტოთენის მჟავას სინთეზში; ხელს უწყობენ კალციუმის, რკინის, ვიტამინების შეწოვას; არეგულირებენ ნაწლავის პერისტალტიკას. ლაქტობაქტერიები გამოიმუშავებენ ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს, ინტერფერონს, ინტერლეიკინ-1-ს; ახასიათებთ ბაქტერიციდული აქტივობა პათოგენური მიკროფლორის მიმართ; განაპირობებენ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების ფერმენტაციულ დაშლას. ლაქტობაცილები და რძემჟავა ბაქტერიები იცავენ ორგანიზმს ალერგიული რეაქციების განვითარებისაგან, ფაღარათისა და ყაბზობისაგან, აკონტროლებენ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის აღდგენას, მრავალფეროვან როლს ასრულებენ იმუნიტეტის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში.
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
კრემისფერი, ჰიპრომელოზას (HPMC) მყარი კაფსულები, შევსებული მოთეთროდან ღია ყვითელ ფერამდე ფხვნილით.
შემადგენლობა:
პრობიტეკის 1 კაფსულა შეიცავს 10 მილიარდ ცოცხალ უჯრედს:Lactobacillus acidophilus, Lactobacillus plantarum, Lactobacillus rhamnosus, Bifidobacterium lactis.
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პრეჟელატინიზირებული სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა, საღებავი: ტიტანის დიოქსიდი (E 171).
გამოშვების ფორმა:
კაფსულები, 500 მგ.
ჩვენება:
- გამოიყენება მოზრდილებსა და ბავშვებში სხვადასხვა გენეზის დისბაქტერიოზის დროს (მათ შორის, გამოწვეული ანტიბიოტიკოთერაპიით, არარაციონალური კვებით, სტრესული მდგომარეობებით);
- აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოქმედებას;
- აძლიერებს იმუნიტეტს.
მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებსა და ბავშვებში 6 წლის ასაკის ზევით მიიღება 2 კაფსულა დღეში ერთხელ მცირე რაოდენობის წყალთან ერთად, ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ.
უკუჩვენება:
არ არის გამოვლენილი.
შეფუთვა:
10 კაფსულა ბლისტერზე, 3 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება მაცივარში 2 - 8ძC ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა:
1.5 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრობიტეკის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
116143
Generic
lactobacilus+bifidobacterium