შემადგენლობა: 1კაფსულა შეიცავს: 450მგ ხეჭრელას ქერქის ექსტრაქტს. პროდუქტი არ შეიცავს გმო-ს. გამოიყენება ვეგეტარიანელებისთვის და ვეგანებისთვის.
ჩვენება: ბუნებრივი მცენარეული ექსტრაქტი; ასტიმულირებს ნაწლავების მუშაობას. ახდენს ლოკალური პერისტალტიკის გაძლიერებას მსხვილ ნაწლავში, სისხლში ცირკულაციის მეშვეობით ასტიმულირებს ნერვულ ცენტრებს, რომლებიც იწვევენ საფაღარათო ეფექტს. ამერიკული ხეჭრელას ქერქი დეტოქსი-კაციისა და გაწმენდის პროგრამების ჩატარებისას, ძლიერი საფაღარათო საშუალებებისაგან განსხვავებით (მაგ. სენა-ალექსანდრიული ფოთოლი), უფრო უსაფრთხო და ეფექტურია. კვების მიმართ არასწორი დამოკიდებულებისა და (მშრალი საკვები, ზომაზე მეტი ჭამა, ძილის წინ საკვების მიღება) და კუჭ-ნაწლავის ექსპლუატაციის გამო, ხშირად ორგანიზმში წარმოიქმნება უკიდურესად უსიამოვნო მოვლენა, რომელიც ხანდაზმულთა და შუახნის ადამიანების 50%-ზე მეტს აწუხებს-ყაბზობა (შეკრულობა). CASCARA SAGRADA 450მგ (ხეჭრელას ქერქს) აქვს გამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სადეზინფექციო მოქმედება, ასევე ხელს უწყობს პარაზიტებისა და ასკორიდების (ჭიების) ორგანიზმიდან გამოდევნას. მისი გამოყენებით პაციენტი მიაღწევს ნაწლავის პერისტალტიკის სტიმულაციას და მთელი საჭმლის მომნელებელი სისტემის სეკრეციას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატი ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას და დეტოქსიკაციას.
მიღების წესი და დოზირება: 1 კაფსულა ძილის წინ, ჭიქა წყალთან ერთად. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. მხოლოდ ხანმოკლე გამოყენებისთვის (არა უმეტესს ერთი კვირისა).
განსაკუთრებული მითითებები: მხოლოდ მოზრდილებისთვის. არ გამოიყენება იმ შემთხვევაში თუ პაციენტს აქვს ან განუვითარდა დიარეა.
გამოყენება ექიმის რეკომენდაციის მიხედვით: ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში; ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებისთვის; სხვა მედიკამენტების მიღების შემთხვევაში.
შესაძლო გვერდითი მოვლენები: ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
შეფუთვა: სპეციალურ, ეკოლოგიურად სუფთა, მსუბუქ, პოლიეთილენის ქილაში, რომელიც შუშაზე მეტად იცავს ტენიანობისგან და გააჩნია მაღალი ჰერმეტულობა.
შენახვის წესი: გახსნის შემდეგ ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, მშრალ, გრილ ადგილას.