About Product
ნანოპრაზოლ-WM
შემადგენლობა
ნანოპრაზოლ-WM 20 მგ
გახანგრძლივებული გამოთავისუფლების კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ესომეპრაზოლი (ესომეპრაზოლის მაგნიუმის დიჰიდრატის ფორმით) 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი, საქაროზა, პოვიდონი K30, დინატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის კარბონატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, კროსპოვიდონი, ჰიპრომელოზა E5, მეტაკრილის მჟავას სოპოლიმერის დისპერსია L30D, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პოლისორბატი 80, ტრიეთილციტრატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ჰიპრომელოზის ფთალატი, ცეტილის სპირტი; კაფსულა: რკინის ოქსიდი წითელი, ტიტანის დიოქსიდი, ჟელატინი.
გამოყენების ჩვენებები:
ეროზიების შეხორცება ეროზიული ეზოფაგიტის დროს
მოზრდილები
- ეროზიული ეზოფაგიტის (ეროზიის შეხორცება და დაავადების სიმპტომების აღმოფხვრა) ხანმოკლე თერაპიისთვის (4-8 კვირა) დადასტურებული დიაგნოზის შემთხვევაში. თუ 4-8 კვირიანი მკურნალობა უშედეგოა (ეროზიები არ შეხორცდა), შეიძლება განხილულ იქნას საკითხი მკურნალობის დამატებითი, 4-8 კვირიანი, კურსის შესახებ.
12-17 წლის ასაკის ბავშვები
- ეროზიული ეზოფაგიტის (ეროზიის შეხორცება) ხანმოკლე თერაპიისთვის (4-8 კვირა) 12-17 წლის ბავშვებში.
შემანარჩუნებელი თერაპია ეროზიების შეხორცების შემთხვევაში ეროზიული ეზოფაგიტის დროს
- მოზრდილებში ეროზიული ეზოფაგიტის (ეროზიების შეხორცება) შემანარჩუნებელი მკურნალობისთვის. კონტროლირებადი კვლევების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 6 თვეს.
გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადების (GERD) სიმპტომური მკურნალობა
მოზრდილები
- მოზრდილებში გულძმარვისა და GERD-თან დაკავშირებული სხვა სიმპტომების ხანმოკლე მკურნალობისთვის (4-8 კვირა).
12-17 წლის ასაკის ბავშვები
- 12-17 წლის ბავშვებში გულძმარვისა და GERD-თან დაკავშირებული სხვა სიმპტომების ხანმოკლე მკურნალობისთვის (4 კვირა).
კუჭის წყლულის განვითარების რისკის შემცირება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) გამოყენებისას
- კუჭის წყლულის განვითარების სიხშირის შესამცირებლად არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით ხანგრძლივი თერაპიისას რისკ-ფაქტორების მქონე ზრდასრულ პაციენტებში (60 წლის და მეტი ასაკის და/ან ანამნეზში დოკუმენტურად დადასტურებული კუჭის წყლულით). კონტროლირებადი კვლევების ხანგრძლივობა არ აღემატებოდა 6 თვეს.
Helicobacter pylori-ს (H. pylori) ერადიკაცია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის რისკის შესამცირებლად
დადგენილია, რომ H. pylori-ს ერადიკაცია ამცირებს თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის რეციდივის რისკს.
„სამმაგი“ თერაპია
- ამოქსიცილინთან და კლარითრომიცინთან კომბინაციაში ნაჩვენებია თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების (აქტიური ან ბოლო 5 წლის ანამნეზში არსებული) მქონე ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ H. pylori-ს ერადიკაციის მიზნით.
თუ თერაპია უშედეგოა, უნდა განისაზღვროს H. pylori-ს მგრძნობელობა; თუ H. pylori რეზისტენტულია კლარითრომიცინის მიმართ, ან თუ H. Pylori-ს მგრძნობელობის კვლევა შეუძლებელია, უნდა იქნას გამოყენებული ალტერნატიული ანტიმიკრობული საშუალებები (იხ. კლარითრომიცინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია).
პათოლოგიური მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება მარილმჟავას ჰიპერსეკრეციით, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით
- მოზრდილებში პათოლოგიური მდგომარეობების ხანგრძლივი მკურნალობისთვის, რომლებიც ხასიათდება მარილმჟავას ჰიპერსეკრეციით, ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით,.
დოზირება:
მოზრდილები
პრეპარატით ნანოპრაზოლ-WM მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება მისი გამოყენების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ არსებული მონაცემების საფუძველზე, კონკრეტული ჩვენებების, დოზირების რეჟიმისა და პაციენტის ინდივიდუალური თერაპიული სტრატეგიის მიხედვით. პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს და გაგრძელდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პოტენციური სარგებელი აღემატება თერაპიასთან დაკავშირებულ პოტენციურ რისკებს.
ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს ესომეპრაზოლის გამოყენება ქალებში არ არის შესწავლილი ჯეროვნად ჩატარებულ კარგად კონტროლირებად კვლევებში.
სპეციალური მითითებები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25 C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
Show More
More Info
209443
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.