Livseloni susp oral 250ml #1

Livseloni susp oral 250ml #1

ესპანეთი

მიგუელ ი გარიგა
About Product
ლივსელონი
საკვები დანამატი
250მლ სუსპენზია შინაგანი გამოყენებისთვის

შემადგენლობა: 1 დოზა (10მლ) შეიცავს-აქტიურ ნივთიერებებს: მიო-ინოზიტოლი 750მგ; ალფა ლიპოის მჟავა-50მგ; ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Urtica Dioica root dry extract 8:1)-150მგ; 9,5გ ჰიდროლატი მიღებული ბაყაყურადან (Silybum marianum L)-2,5გ; ლესპედიცის მშრალი ექსტრაქტი (Lespedez capitata dry extract 12.5:1)-300მგ.
1მლ სუსპენზია შეიცავს-აქტიურ ნივთიერებებს: მიო-ინოზიტოლი 75გ; ალფა ლიპოის მჟავა-5მგ; ჭინჭრის ფესვების მშრალი ექსტრაქტი (Urtica Dioica root dry extract 8:1)-15მგ; 951,5მგ ჰიდროლატი მიღებული ბაყაყურასგან (Silybum marianum L)-250მგ; ლესპედიცის მშრალი ექსტრაქტი (Lespedez capitata dry extract 12.5:1)-30მგ; დამხმარე ნივთიერებები: ქსანტანის ცვილი; ნატრიუმის ბენზოატი; კალიუმის სორბატი; ლიმონის მჟავა; სუკრალოზა; გასუფთავებული წყალი.

გამოყენების რეკომენდაციები: გამოიყენება საკვები დანამატის სახით კვებით რაციონში შემდეგი მდგომარეობებისას: თირკმელების დაავადებები; ქრონიკული გლომერულონეფრიტი; პიელონეფრიტი; შეშუპება; თირკმელების ქრონიკული უკმარისობა; ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დისფუნქცია; სტეატოზი; ქრონიკული ჰეპატიტი; ქოლეცისტიტი; მეტაბოლური სინდრომი; ჭარბი წონა და გაცხიმოვნება; ნახშირწყლოვანი და ცხიმოვანი ცვლის მოშლა; დისლიპიდემია; ჰიპერქოლესტერინემია; ჰიპერგლიკემია; ჰიპერაზოტემია; შაქრიანი დიაბეტი ტიპი II; ინსულინორეზისტენტული მდგომარეობა; დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათიისას განვითარებული პარესთეზიები; წამლისმიერი ინტოქსიკაციები; მძიმე მეტალებით მოწამვლები; გულის იშემიური დაავადებები; ათეროსკლეროზი; მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი მდგომარეობა; ინსულტი, ქრონიკული დაღლის სინდრომი.

უკუჩვენება: შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გამოყენების წესები და რეკომენდებული დღიური დოზა: 10მლ 2-3-ჯერ დღეში. გამოყენების წინ უნდა შეანჯღრიონ. გამოყენების წინ რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია. არ გამოიყენება სრულფასოვანი და დაბალანსებული საკვების ნაცვლად! არ შეიძლება დოზის გადაჭარბება!

განსაკუთრებული მითითება: საკვები დანამატი არ გამოიყენება ბავშვებში.

შენახვის წესი და სხვა ინფორმაცია: ინახება ორიგინალურ შეფუთვაში მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25C ტემპერატურაზე. არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. კვებითი დანამატი. არ მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებებს. არ შეიცავს გმო-ს.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მოხმარებადი (კვებითი) და ენერგეტიკული ღირებულება (კალორიულობა) 100გ-ზე: ცილა- 2,1გ; ნახშირწყლები-1,8გ; ცხიმი -0,9გ; 21 კკალ-87,86 კჯოული.

გამოშვების ფორმა: 250მლ ხსნარი ფლაკონში. ფლაკონი მუყაოს კოლოფში მზომ ჭიქასთან ერთად.

მწარმოებელი: მიქუელ ი გარიგა ს.ლ. (Miquel Y Garriga S.L.), ბარსელონა, ესპანეთი. გრანდ მედიკალ გრუპ ა.გ-სთვის, შვეიცარია.
Show More
More Info
Brand
მიგუელ ი გარიგა
Country
ესპანეთი
Generic
myo-inozitol+alpha lipoc acid+Urtica+Silybum marianum+Lespedez capitata
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი+საზომი ჭიქა
Quantity
1
Volume
250მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page