About Product
საერთაშორისო დასახელება - bifidobacterium infantis, lactobacillus acidophilus, enterococcus faecium
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი საშუალებები
შემადგენლობა
ერთი კაფსულა შეიცავს არანაკლებ 1,2 x 107 ცოცხალ ლიოფილიზირებულ ბაქტერიას Bifidobacterium infantis Lactobacillus acidophilus (sp. L. gasseri) და Enterococcus faecium მდგრადები ანტიბიოტიკებისა და ქიმიოთერაპიული საშუალებების მიმართ.
შემავსებლები: კარტოფილის სახამებელი, ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი. კაფსულის გარსი: ჟელატინი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 218) და პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), ტიტანის დიოქსიდი (E 171).
მოქმედება
ლინექსის შემადგენლობაში შემავალი რძის მჟავა ბაქტერიები ანარჩუნებენ და არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის ფიზიოლოგიურ წონასწორობას.
უკუჩვენებები
არ მიიღოთ პრეპარატი, თუ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის ან რძის პროდუქტების მიმართ.
უსაფრთხოების ზომები
ლინექსის კაფსულების მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან შემდეგ შემთხვევებში, როგორიცაა:
• 38რC-ზე მაღალი სხეულის ტემპერატურა,
• განავალში ფარული სისხლის ან ლორწოს არსებობა,
• დიარეა, რომელიც ორ დღეზე მეტ ხანს გრძელდება,
• მწვავე დიარეა, რომელსაც თან სდევს დეჰიდრატაცია და წონის დაკარგვა,
• მწვავე დიარეა, რომელსაც თან სდევს მუცლის ძლიერი ტკივილები,
• სხვა ქრონიკული დაავადებები (დიაბეტი) ან იმუნოლოგიური უკმარისობა (შიდსი, აივ).
წინააღმდეგნაჩვენებია 3 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებისათვის სამედიცინო კონტროლის გარეშე.
დიარეის მკურნალობისას აუცილებელია წყლისა და ელექტროლიტების დანაკარგების ანაზღაურება.
ჩვენებები
პრეპარატი ლინექსი რეკომენდებულია კუჭ-ნაწლავის მიკროფლორის წონასწორობის დარღვევის - დისბაქტერიოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის.
დისბაქტერიოზი ხასიათდება შემდეგი სიმპტომებით და ნიშნებით, როგორიცაა: დიარეა (ფაღარათი), საკვების მონელების სხვა დარღვევები (დისპეფსია), ყაბზობა, მეტეორიზმი (გაზების სიჭარბე კუჭ-ნაწლავში), გულისრევა, ღებინება, გულზიდვა, მუცლის ტკივილი და ალერგიული გამონაყარი.
გამოყენების წესი
ჩვილი ბავშვები და ბავშვები 2 წლამდე:
1 კაფსულის შემადგენლობა დღეში სამჯერ, საკვების მიღების შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით;
ბავშვები 2-დან 12 წლამდე:
1 ან 2 კაფსულის შემადგენლობა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ, მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით;
თუ ბავშვს არ შეუძლია მთელი კაფსული გადაყლაპვა, აუცილებელია მისი გახსნა და შიგთავსის შერევა მცირე რაოდენობის სითხეში (ჩაი, წვენი, შაქრიანი წყალი).
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ბავშვები:
რეკომენდებულია 2 კაფსულა დღეში სამჯერ, ჭამის შემდეგ მცირე რაოდენობის სითხის დაყოლებით.
მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დისბაქტერიოზის განვითარების მიზეზზე და ორგანიზმის ინდივიდუალურ თავისებურებებზე.
პრეპარატის არასასურველი ეფექტები
პრეპარატი კარგად გადაიტანება, შეტყობინებები არასასურველი ეფექტების შესახებ არ არსებობს.
გაფრთხილება
არ უნდა დააყოლოთ პრეპარატს ცხელი სასმელები და არ მიიღოთ ის ალკოჰოლთან ერთდროულად.
თუ პრეპარატმა არ გამოიწვია თქვენი მდგომარეობის გაუმჯობესება ორი დღის განმავლობაში, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ლინექსის სხვა წამლებთან არასასურველი ურთიერთქმედება აღნიშნული არ ყოფილა.
პრეპარატის ლინექსი შემადგენლობა მისი ანტიბიოტიკებთან და ქიმიოთერაპიულ საშუალებებთან ერთდროულად მიღების საშუალებას იძლევა.
შენახვა
ლინექსი ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე, მშრალ ადგილას.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
მითითებულია შეფუთვაზე.
არ მიიღოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
119293
Generic
lactobacillus+bifidobacterium+streptococcus faecium