LAXIV tab #20

LAXIV tab #20

რუმინეთი

ვიტემა
-10% Extra With VISA Card
About Product
ლაქსივი ტაბლეტი #20
პერისტალტიკის გამაძლიერებელი საფაღარათო საშუალება

ლაქსივი ბუნებრივი ინგრედიენტების სინამაქისა და ალოე ვერას წყალობით უზრუნველყოფს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ნორმალურ მოტორიკას, აუმჯობესებს დეფეკაციის პროცესს და არეგულირებს ნაწლავის ნორმალურ დაცლას.
ეფექტურია ეპიზოდური ყაბზობის დროს და მკურნალობის პერიოდში არ საჭიროების ცხოვრები სტილის ცვლილებას.

შემადგენლობა: სინამაქის ფოთლების ექსტრაქტი-100მგ; ალოეს ვერას ფოთლების ექსტრაქტი-30მგ; მაგნიუმის ციტრატი-20მგ.

ჩვენება: ყაბზობის პროფილაქტიკა და მკურნალობა; ახდენს დისპეფსიური შებერილობისა და მუცლის ტკივილის კუპირებას; ახასიათებს დეტოქსიკაციური თვისებები.

ფარმაკოლოგიური მოქმედება: 3 ლაქსივი არის საკვები დანამატი, რომელიც შეიცავს: სინამაქის ფოთლების ექსტრაქტიდან მიღებულ სენოზიდებს. სენოზიდები იწვევენ ნაწლავების ლორწოვანი გარსის რეცეპტორების გაღიზიანებას, რეფლექტორულად აძლიერებენ პერისტალტიკას (განსაკუთრებით-მსხვილი ნაწლავის), რაც განაპირობებს ნაწლავების სწრაფ დაცლას და მისი ნორმალური მუშაობის რითმის აღდგენას.
ალოეში შემავალი გლიკოზიდი ალოინი A da B განაპირობებს, მის საფაღარათო მოქმედებას. ალოეს ფოთლების ექსტრაქტი, როგორც მასტიმულირებელი და საფაღარათო საშუალება, აღმოფხვრის დისპეფსიურ მდგომარეობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, აძლიერებს ლორწოვანი გარსის რეგენერაციას.
მაგნიუმის ციტრატი, როგორც საფაღარათო საშუალება ეფექტურად გამოიყენება ნაწლავების დასაცლელად. შიგნით მიღებისას მაგნიუმის ციტრატი ნაწლავის სანათურში აკავებს დიდი რაოდენობით წყალს, ზრდის ნაწლავის შიგთავსის მოცულობას, რითაც ზრდის ნაწლავის მოტორულ აქტივობას და აჩქარებს ევაკუაციას.

დოზირება: მოზრდილებში და ბავშვებში12 წლის ზემოთ მიიღება 1-2 ტაბლეტი დღეში, მაქსიმუმ 7 დღის განმავლობაში. ტაბლეტი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.

დამატებითი ინფორმაცია: საკვები დანამატი არ შეიძლება გამოყენებული იქნას დაბალანსებული კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სანაცვლოდ. არ უნდა მოხდეს რეკომედებული დოზის გადაჭარბება.

გამოშვების ფორმა: 20 ტაბლეტი, ბლისტერზე.

მწარმოებელი: პოლისანო (Polisano), რუმინეთი.

შენახვის წესი: ინახება გრილ (არაუმეტეს 30C), მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ვიტემა
Country
რუმინეთი
Generic
cassia acutifolia+aloe vera+magnesium citrat
Form
ტაბლეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page