Laksacol syrup 200ml #1

Laksacol syrup 200ml #1

ბულგარეთი

ფორტექსი
About Product
ლაქსაკოლი
LAKSACOL
სიროფი
პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა აღნიშნული ინსტრუქციის ყურადღებით გაცნობა, რადგანაც ის შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. საჭიროა ინსტრუქციის შენახვა, შეიძლება საჭიროა გახდეს მისი ხელახალი გაცნობა. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, უნდა მიემართოს ფარმაცევტს.

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები
5მლ-ში (1 ჩ.კ.) 15მლ-ში (1ს.კ.) 30მლ-ში (2ს.კ.) 45მლ-ში (3ს.კ.)
გლიცერინი
1,7გ 5,1გ 10,2გ 15,3გ
ლაქტულოზა
0,9გ 2,7გ 5,4გ 8,1გ
შემავსებლები: დისტილირებული წყალი, ნატრიუმის ციტრატი, ლიმონმჟავა, კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი, ჟოლოს არომატი. შეიძლება შეიცავდეს ლაქტოზას.

ჩვენება: აქვს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი ყაბზობის დროს; ხელს უწყობს რბილი განავლოვანი მასის ჩამოყალიბებას, ამარტივებს ნაწლავებში მის გადაადგილებას. არეგულირებს ნაწლავის ნორმალურ დაცლას, ზრდის განავლოვანი მასის გამოყოფის სიხშირეს; აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
რა არის ლაქსაკოლის სიროფი: ლაქსაკოლის სიროფი არის ლაქტულოზასა და გლიცერინის ინოვაციური კომბინაცია, რომელიც უზრუნველყოფს ყაბზობის აღმოფხვრას და ნაწლავის ნორმალურ დაცლას. ლაქტულოზა არის საფაღარათო საშუალება, რომელიც არბილებს განავლოვან მასებს და აადვილებს დეფეკაციას. გლიცერინი არბილებს განავლოვან მასებს და ასტიმულირებს ნაწლავების პერისტალტიკას.

უკუჩვენება: არ მიიღება ლაქსაკოლის სიროფი, თუ პაციენტი არის მგრძნობიარე აქტიური ნივთიერებების, ან სხვა რომელიმე ინგრედიენტის მიმართ. საკვები დანამატი არ  ანაცვლებს ბალანსირებულ კვებას. არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.  
ლაქსაკოლის სიროფის მიღება შესაძლებელია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეკომენდებული დოზით, სამედიცინო კონსულტაციის საფუძველზე.

მიღების წესი: მოზრდილები და 14 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 1 სუფრის კოვზი (15მლ)1-3ჯერ დღეში. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 3 სუფრის კოვზს (45მლ) დღეში ერთხელ.
7-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5მლ)1-3ჯერ დღეში. რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 3 სუფრის კოვზს (15მლ) დღეში ერთხელ.
1-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ჩაის კოვზი (5მლ)1-2ჯერ დღეში. სიროფის მიღებამდე რეკომენდებულია ექიმის კონსულტაცია.

საფაღარათო ეფექტი ვლინდება ინდივიდუალურად-მისი მიღებიდან 2-8 საათში. დაბალი დოზის შემთხვევაში, ეფექტი ვლინდება 24-48 საათის შემდეგ.
პირველი მიღებისას შესაძლოა გაიზარდოს ნაწლავებში აირების დაგროვება და შებერილობა.
დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ტკივილი და დიარეა.
გრძელვადიანი გამოყენება არ იწვევს დამოკიდებულებას!

შენახვის წესი: ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: არ გამოიყენება ლაქსაკოლის სიროფი მუყაოს კოლოფზე, ან ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისია გახსნიდან 6 თვე.

წარმოებული და დაფასოებულია: შპს ფორტექს ნუტრაცეუტიკალს (Fortex Nutraceuticals), ბულგარეთი მიერ, შპს „ნიუ ფარმ გრუპის“ (საქართველო) სახელით.
Show More
More Info
Brand
ფორტექსი
Country
ბულგარეთი
Generic
lactulose+glycerin
Form
სიროფი
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
200მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page