About Product
საკვები დანამატები
ლაქტო G კიდსი
ფლაკონები
(საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ნარევი, B. infantis; alfa GOS)
არ შეიცავს გლუტეინს
ბავშვებისთვის სპეციალურად შემუშავებული პრობიოტიკები
შეფუთვა: 10 ფლაკონი
ჩვენებები:
ლაქტო G კიდსი წარმოადგენს ბავშვებში ნაწლავური ფლორის მარეგულირებელ კომბინირებულ საშუალებას, რომელიც აღადგენს და აჯანსაღებს დარღვეულ ნაწლავურ ფლორას, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ანტიბიოტიკოთერაპიით ან კვების დისბალანსით. პროდუქტი გამდიდრებულია ლაქტო და ბიფიდუმბაქტერიებით, რომლებიც წარმოადგენენ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ძირითად შემადგენელ ბაქტერიებს. თრგუნავენ პათოგენური მიკროორგანიზმების ზრდასა და მოქმედებას, მონაწილეობენ ვიტამინების სინთეზსა და მათ შეწოვაში და უზრუნველყოფენ ნაწლავის მიკროფლორის ნორმალურ მდგომარეობას. ალფა-გლუკოოლიგოსაქარიდები - ნაწლავის მიკროფლორის ძირითადი საკვებია. რადგან ნაწლავის მიკროფლორის დისბალანსის დროს გართულებულია В ჯგუფის ვიტამინების სინთეზი, რაც ხშირად იწვევს მათ დეფიციტს, ამიტომ პროდუქტი დამატებით შეიცავს ამ ჯგუფის ვიტამინებს, მათ შორის: რიბოფლავინს (ვიტამინ B2), რომელიც განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის მთლიანობას, ვიტამინ B12 და ფოლიუმის მჟავას, რომლებიც ხელს უწყობენ იმუნური სისტემას ფუნქციონირებას.
შემადგენლობა: ფლაკონში: წყალი, ფრუქტოზა, ალფა GOS (ალფა--გლუკო-ოლიგოსაქარიდები), ლიმონის წვენი, არომატიზატორი, კონსერვანტი: კალიუმის სორბატი.
თავსახურში:Lactobacillus plantarum 14 D, Bifidobacterium a.lactis Bi1, Lactobacillus rhamnosus LR1, Lactobacillus acidophilus LA1, Bifidobacterium infantis Bi08,კალციუმის პანთოთენატი (ვიტამინ B5), სიმინდის სახამებელი, პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B6), რიბოფლავინი (ვიტამინ B2), თიამინის ჰიდროქლორიდი (ვიტამინ B1), ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9), ციანკობლამინი (ვიტამინ B12).
დამხმარე ნივთიერებები: სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი
დოზირება: რეკომენდებულია დღეში 1 ფლაკონის, საჭიროების შემთხვევაში კი, დღეში 2 ფლაკონის გამოყენება. პროდუქტის მიღება შესაძლებელია პირდაპირ, ან წყალში, რძეში ან სხვა ცივ სითხეებში გახსნილი სახით.
ანტიბიოტიკოთერაპიის შემთხვევაში, რეკომენდებულია, პროდუქტის მიღება დღის სხვადასხვა მონაკვეთში.
დოზირება:
0-2 წლამდე – 1 ფლაკონი დღეში;
2-6 წლამდე – 1 ან 2 ფლაკონი დღეში;
6-12 წლამდე – 2 ფლაკონი დღეში.
უკუჩვენება და გვერდითი ეფექტები: კლინიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, პროდუქტის გამოყენებასთან დაკავშირებით გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა. პროდუქტში შემავალი ერთი ან რამდენიმე ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში, უნდა მოხდეს პროდუქტის მიღების შეწყვეტა.
სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება: ლაქტო G კიდსის სხვა პროდუქტებთან ერთად გამოყენებასთან დაკავშირებული ურთიერთქმედების შემთხვევები არ არის ცნობილი.
სიფრთხილის ზომები: ინახება ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას. დაუშვებელია დღიური რეკომენდებული დოზის გადაჭარბება. საკვები დანამატი არ ცვლის სხვადასხვა სახის ბალანსირებულ კვებას და ჯანსაღი ცხოვრების წესს.
შენახვის პირობები: პროდუქტი შეიცავს რძის ცოცხალ ფერმენტებს, მგრძნობიარეა მაღალი ტემპერატურისადმი. პროდუქტი უნდა ავარიდოთ მაღალ ტემპერატურას ან ტემპერატურათა მკვეთრ სხვაობას. ინახება გრილ და მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, სასურველია ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.
Show More
More Info
116575
Generic
Lactobacilus+bifidobacterium+vit B-1+vit B-2+Vit B-5+vit B-6+vit B-12+folic acid