GLICEROLO SELLA adulti 2.25g supposte
GLICEROLO SELLA adulti 2.25g supposte

GLICEROLO SELLA adulti 2.25g supposte

იტალია

ნოვა არგენტინა
About Product
შემადგენლობა: გლიცერინის სანთლები 2250მგ–იანი მოზარდების:ერთი ცალი სანთელი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას: გლიცერინი 2250მგ; დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის სტეარატი, ნატრიუმის ბიკარბონატი.

ჩვენება: შემთხვევითი შეკრულობის ხანმოკლე მკურნალობა.

უკუჩვენებები: ერთ–ერთ ან მთავარ აქტიურ შემადგენელზე ჰიპერმგრძნობელობა, უცნობი წარმოშობის და მწვავე აბდომინალური ტკივილი, ღებინება და თავბრუსხვევა, ნაწლავების ობსტრუქცია ან სტენოზი, უცნობი წარმოშობის რექტალური სისხდენა, მწვავე ჰემორაგიული ტკივილი და სისხლდენა; დეჰიდრატაციის მწვავე შემთხვევა.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას: ფაღარათის დროს უნდა იქნას გამოყენებული იშვიათად, შეძლებისდაგვარად არა უმეტეს შვიდი დღისა. გამოყენება ხანგრძლივი დროის პერიოდის განმავლობაში მოითხოვს ექიმის დანიშნულებას, რაც უნდა იქნას გათვალისწინებული ადეკვატურად ინდივიდუალურ შემთხვევაში.
ქრონიკული ან მორეციდივე შეკრულობის მკურნალობის დროს ყოველთვის უნდა მოითხოვონ მკურნალი ექიმის დიაგნოზი, მედიკამენტოზური მკურნალობისა და მონიტორინგის განხორციელების მიზნით.
საფაღარათო საშუალების მომეტებულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი დიარეა, შესაბამისი წყლის, მინერალური მარილების (განსაკუთრებით კალიუმის) და სხვა აუცილებელი ნუტრიენტების დაკარგვა. ყველაზე სერიოზულ შემთხვევად მიჩნეულია დეჰიდრატაციისა ან ჰიპოკალემიის დაწყება, აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს გულის პრობლემები ან კუნთოვანი დაავადებები, განსაკუთრებულ შემთხვევაში გულის გლიკოზიდების თანმდევი მკურნალობა შარდმდენების ან კორტიკოსტეროიდებით.
საფაღარათო საშუალება, განსაკუთრებით კონტაქტის დროს (საფაღარათო სტიმულანტი) შეიძლება გამოიწვიოს დამოკიდებულება (და შესაბამისად შესაძლებელია დოზირების გაზრდა), ქრონიკული შეკრულობა და ნაწლავების ნორმალური ფუნქციების დაკარგვა (ნაწლავის ატონია).
შეკრულობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა თავდაპირველად გამოასწოროს კვების ჩვევები, დაიცვას ყოველდღიური დიეტა, არ უნდა მიიღოს ძნელად გადასამუშავებელი საკვები და უნდა მიირთვას წვნიანი.
საფაღარათო საშუალების გამოყენებისას უნდა მიიღონ დღეში მინიმუმ 6-8 ჭიქა წყალი, სხვა სითხეები.ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს რჩევისთვის. ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში, მიზანშეწონილია მედიკამენტი მხოლონ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში და ექიმის ზედამხედველობის ქვეშ.დოზირება, გამოყენების წესი და ხანგრძლივობა: სასურველია გამოიყენონ დაბალი დოზით.
მოზრდილები და მოზარდები (12-18 წელი): 1 სანთელი მოზარდებში საჭიროა მაქსიმუმ 1 ან 2 ჯერ დღეში.

გამოყენების წესი: საჭიროა სანთლის ამოღება თავისი კონტეინერიდან და შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ადვილად შეყვანა რექტალურად. თუ სანთელი დარბილებულია მაშინ კონტეინერის გახსნამდე უნდა დაესხას ცივი წყალი. თორმეტ წლამდე ასაკის ბავშვებში, პრეპარატი შეიძლება გამოყენებული იქნას მხოლოდ ექიმის კონსულტაციის თანახმად. საფაღარათო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდირებული არა უმეტეს შვიდი დღისა (იხ. სიფრთხილის ზომები). დიეტა წვნიანი საკვებით ხელს უწყობს მედიკამენტის მოქმედებას.შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ, ტენიანი ადგილისაგან და სითბოს წყაროსგან მოშორებით.
Show More
More Info
Brand
ნოვა არგენტინა
Country
იტალია
Generic
glycerol
Dose
2.25გრ
Form
სანთელი რექტალური
Quantity
18
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page