About Product
პრეპარატის სავაჭრო დასახელება: გევისკონ ფორტე
წამლის ფორმა: სუსპენზია შიგნით მიღებისათვის [პიტნის]
შემადგენლობა
10 მლ სუსპენზია შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები:
ნატრიუმის ალგინატი – 1000 მგ,
კალიუმის ჰიდროკარბონატი – 200 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: კალციუმის კარბონატი, კარბომერი,
მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი,
ნატრიუმის საქარინატი, პიტნის არომატიზატორი, გასუფთავებული წყალი.
აღწერილობა
წებოვანი სუსპენზია, თითქმის თეთრიდან ღია-ყავისფერამდე, პიტნის სუნით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
ანტაციდური საშუალება.
ათქ კოდი: A02EA01.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა. შიგნით მიღებისას გევისკონ ფორტე სწრაფად რეაგირებს კუჭის მჟავე
შემადგენლობასთან. ამ დროს წარმოიქმნება ალგინატის გელი, რომელიც ხელს უშლის
გასტროეზოფაგული რეფლუქსის წარმოქმნას. რეგურგიტაციის შემთხვევაში, გელი ხვდება
საყლაპავში, სადაც იგი ლორწოვანი გარსის გაღიზიანებას ამცირებს.
ფარმაკოკინეტიკა. პრეპარატის გევისკონ ფორტეს მოქმედების მექანიზმი სისხლის
სისტემურ დინებაში შეწოვაზე დამოკიდებული არ არის.
გამოყენების ჩვენებები
დისპეფსიის სიმპტომური მკურნალობა, რომელიც დაკავშირებულია კუჭის წვენის
მომატებულ მჟავიანობასთან და გასტროეზოფაგურ რეფლუქსთან (გულძმარვა, ბოყინი),
საკვების მიღების შემდეგ კუჭში სიმძიმის შეგრძნება, მ.შ. ორსულობის პერიოდში.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, 12 წლამდე ბავშვთა ასაკი.
ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისა და ლაქტაციის დროს გევისკონ ფორტეს გამოყენება შესაძლებელია.
გამოყენების წესი და დოზები
მიიღება შიგნით.
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 5-10 მლ საკვების მიღებათა შემდეგ
და ძილის წინ.
მაქსიმალური სადღეღამისო დოზა – 40 მლ.
2
პაკეტების გამოყენება: პაკეტი გახსნამდე თითებით უნდა მოისრისოს შიგთავსის
დაზელვით.
გვერდითი მოქმედება
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
ჭარბი დოზა
შესაძლოა აღინიშნოს მუცლის შებერილობა. მკურნალობა სიმპტომურია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა
ფორმები:
ცნობილი არ არის.ზეგავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
არ გააჩნია.
გამოშვების ფორმა
სუსპენზია შიგნით მიღებისათვის [პიტნის]. 80 მლ, 150 მლ ან 250 მლ მუქი შუშის
ფლაკონებში პოლიპროპილენის თავსახურით, რომელიც უზრუნველყოფს პირველი
გახსნის კონტროლს. გამოყენების ინსტრუქცია მოთავსებულია ეტიკეტის ქვეშ.
10 მლ სუსპენზია მრავალფენიან პაკეტებში (პოლიესტერი, ალუმინი, პოლიეთილენი). 20
პაკეტი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება 15-300ჩ ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა2 წელი. პრეპარატის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული
ვარგისიანობის გასვლის შემდეგ არ შეიძლება.
გაცემის პირობები რეცეპტის გარეშე.
Mწარმოებელი რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ (დიდი ბრიტანეთი) ლიმიტედ, დიდი ბრიტანეთი.
დენსომ ლეინ, ჰალ, ისტ იორკშირ, დიდი ბრიტანეთი, HU8 7Dშ.
წარმომადგენლობა რუსეთში შპს „რეკიტ ბენკიზერ ჰელსქერ“
Show More
More Info
152007
Generic
sodium alginate+potasium bicarbonate