GastroGuard 680mg + 80mg chewable tablets #24
GastroGuard 680mg + 80mg chewable tablets #24

GastroGuard 680mg + 80mg chewable tablets #24

მაკედონია

ალკალოიდი
About Product
დასახელება - გასტროგარდი ტაბლეტი საღეჭი 680მგ+80მგ

კლინიკური მახასიათებლები

ჩვენებები
სამკურნალო საშუალება გასტროგარდი ამცირებს კუჭის წვენის მომატებულ მჟავიანობას და შედეგად, ამცირებს გულძმარვასა და მეტეორიზმს.
გასტროგარდის საღეჭი ტაბლეტები გამოიყენება კუჭის არეში დისკომფორტის შესამსუბუქებლად, რაც გამოწვეულია:
- დისპეფსიით, მათ შორის ორსულობის დროს საჭმლის მონელების დარღვევით;
- საკვებისა და სასმელის ბოროტად მოხმარებით;
- გასტრიტით, წყლულოვანი დაავადებით, რეფლუქს-ეზოფაგიტით;
- „მწარე“ ბოყინი.

უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ (იხ. პუნქტი „შემადგენლობა“).
ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია და/ან ჰიპერკალციემიის, მაგალითად, სარკოიდოზის გამომწვევი მდგომარეობები.
ნეფროლითიაზი, კალციუმის ნარჩენების შემცველი კონკრემენტების წარმოქმნის შედეგად.
თირკმლის მძიმე უკმარისობა.
ჰიპოფოსფატემია.
გამოყენების წესი და დოზები
გასტროგარდის ტაბლეტები მიიღება შიგნით, დაღეჭვით ან დაწუწვნით.
მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ
ერთი ან ორი ტაბლეტი უნდა დაიღეჭოს ან დაიწუწნოს ძირითადი საკვების მიღებიდან ერთი საათის შემდეგ ან ძილის წინ ან ძლიერი დისკომფორტის შემთხვევაში. მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 11 ტაბლეტს (რაც შეესაბამება 8 გ კალციუმის კარბონატს).

გამოყენება თირკმელების ფუნქციის დარღვევებისას
იხ. პუნქტი „უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებანი“.
ხანდაზმული ასაკის პირები
დოზირების განსაკუთრებული რეჟიმი საჭირო არ არის, მაგრამ აუცილებელია სიფრთხილის ზომები დაცვა, რომლებიც მითითებულია პუნქტებში „უკუჩვენებები“ და „გამოყენების თავისებურებანი“.

ბავშვები
რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
ჭარბი დოზირება
კალციუმის კარბონატის და მაგნიუმის კარბონატის მაღალი დოზების ხანგრძლივად გამოყენებამ, განსაკუთრებით თირკმელების ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში, შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა, ჰიპერმაგნიემია, ჰიპერკალციემია და ალკალოზი, რამაც თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა) და კუნთების სისუსტე. ასეთ შემთხვევებში უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და უზრუნველყოფილი იყოს ორგანიზმში სითხის საკმარისი რაოდენობის მოხვედრა. ჭარბი დოზირების მძიმე შემთხვევებში (მაგალითად, რძე-ტუტოვანი სინდრომისას) აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, ვინაიდან შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი რეჰიდრატაცია (მაგ. ინფუზიები).
შენახვის პირობები. ინახება არაუმეტეს 25რC ტემპერატურაზე. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
Show More
More Info
Brand
ალკალოიდი
Country
მაკედონია
Generic
calcium carbonate+magnium carbonate
Dose
680მგ+80მგ
Form
ტაბლეტი საღეჭი
Quantity
24
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page