Fosfa-G sachet #20

Fosfa-G sachet #20

კორეის რესპუბლიკა

დევუ ფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - aluminum hydroxide, magnesium hydroxide
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გასტროენტეროლოგია, ჰეპატოლოგია → ანტაციდური საშუალებები
შემადგენლობა
ერთი პაკეტი (15 მლ) შეიცავს:
ალმაგატი ............ 1,5 გ

ჩვენება
ანტაციდური ეფექტი და შემამსუბუქებელი მოქმედება შემდეგი დაავადებების დროს: გასტრიტი, გასტროდუოდენალური წყლული, მომატებული მჟავიანობა (გულძმარვა, გულისრევა, ღებინება, გასტრალგია), გასტროეზოფაგალური რეფლუქსი.

დოზირება და მიღების წესი
მოზრდილები: პერორალურად, 1 პაკეტი 3-ჯერ დღეში, საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
მძიმე ფორმის გასტრო-დუოდენალური წყლული: 1 პაკეტი 4-ჯერ დღეში, ძილის წინ ან საკვების ყოველი მიღებიდან 1-2 საათის შემდეგ.
ბავშვები (6-12 წელი): მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზის ნახევარი.
დოზის გაზრდა და შემცირება შესაძლებელია ასაკისა და სიმპტომების გამოვლინების შესაბამისად.

უსაფრთხოების ზომები
1. პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც სხვა სამკურნალო საშუალებებს იღებენ.
2. გვერდითი მოვლენები
საჭმლის მომნელებელი სისტემა: შესაძლოა გამოვლინდეს დიარეა ან ყაბზობა.
3. ზოგადი უსაფრთხოების ზომები
1) ზუსტად დაიცავით პრეპარატის დოზირება და მიღების წესები.
2) ბავშვებში პრეპარატის დანიშვნისას, საჭიროა მოხდეს მკურნალობის მართვა და მასზე დაკვირვება.
3) თუ მკურნალობის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ არ შეინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება, შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება.
4. ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
1) პრეპარატის ტეტრაციკლინების ჯგუფის ანტიბიოტიკებთან ერთად დანიშვნამ, შესაძლოა შეამციროს მათი ბიოშეღწევადობა.
2) თანმხლები თერაპიის დროს, პრეპარატის ადსორბციულმა ეფექტმა ან გაზრდილმა პH–მა, შესაძლოა ზეგავლენა იქონიოს სხვა პრეპარატის აბსორბციაზე და ექსკრეციაზე.
5. პრეპარატის შენახვასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები
1) შეინახეთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილზე
2) შეინახეთ სინათლისგან დაცულ, შესაძლებლობის შემთხვევაში კი, დაბალი ტენიანობის პირობებში, გრილ ადგილზე.
3) არ ჩადოთ სხვა შეფუთვაში, რათა აცილებულ იქნას პროდუქტის არამიზნობრივი გამოყენება და შენარჩუნებული იყოს პროდუქტის ხარისხი.

შენახვის პირობები
არა უმეტეს 30რC ტემპერატურაზე.

გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ვარგისობის ვადა
პრეპარატის წარმოებიდან 2 წელი.
Show More
More Info
Brand
დევუ ფარმი
Country
კორეის რესპუბლიკა
Generic
alumunum hydroxide+magnesium hydroxide
Form
სუსპენზია ორალური
Packing
პაკეტი
Quantity
20
Volume
15მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page