ფერმენტალი ნაწლავების ნორმალური მიკროფლორის აღსადგენი საშუალება
შემადგენლობა: თითოეული კაფსულის შემადგენლობაში აქტიური კომპონენტების სახით შედის: Bifidobacterium bifidum, Lactobacillus acidophilus, Streptococcus thermophilus, Lactobacillus bulgaricus, Lactobacillus rhamnosus ბაქტერიების კუჭის მჟავე გარემოს მიმართ მდგრადი 20 მილიარდი შტამი, 1.4 მგ ვიტამინი B1, 1.6 მგ ვიტამინი B2, 2 მგ ვიტამინი B6, 1 მკგ ვიტამინი B12, 20 მგ ალოე ვერა 200:1. დამხმარე ნივთიერებები: საკვები ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, მცენარეული მაგნიუმის სტეარატი და სილიციუმის დიოქსიდი, საღებავი – ტიტანის დიოქსიდი.
ჩვენებები: ფერმენტალი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს: დისბაქტერიოზი და მისი სიმპტომები. ანტიბიოტიკოთერაპიის და სხივური თერაპიის შედეგად განვითარებულლი დისბაქტერიოზი. საჭმლის მონელების დარღვევები (დისპეფსია): ყაბზობა, მეტეორიზმი, გულისრევა, ღებინება, ბოყინი, ტკივილი მუცლის მიდამოში. მალაბსორბციის სინდრომი. მწვავე ნაწლავური ინფექციები (დიზენტერია, სალმონელოზი, სტაფილოკოკური ენტეროკოლიტი, როტავირუსული ინფექცია და სხვა). იმუნოდეფიციტური მდგომარეობები. საფაღარათო საშუალებების ხანგრძლივი გამოყენება.
უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
გაფრთხილება: მითითებული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენება.
გვერდითი მოვლენები: არ აღნიშნულა.
გამოყენების წესი და დოზირება: ორი წლის ზემოთ და მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა დღეში ერთხელ. ორ წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება 1/2 კაფსულა დღეში ერთხელ. კაფსულის გახსნის შემდეგ მისი შიგთავსი შეიძლება გაიხსნას სითხეში (ჩაი, წყალი, წვენი).