Faximin tab 200mg #12

Faximin tab 200mg #12

თურქეთი

დროგსან ილაჩი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Rifaximinum
ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რიფამიცინების ჯგუფი
ფაქსიმინი გამოდის ბლისტერულ შეფუთვაში, რომელიც შეიცავს 12 ვარდისფერ, მრგვალ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტს.

თითო აპკიანი ტაბლეტი შეიცავს 200 მგ რიფაქსიმინს.

ფაქსიმინი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანტიბიოტიკები, და შეიცავს რიფაქსიმინს, რომელიც წარმოადგენს ნაწლავურ ანტიმიკრობულ საშუალებას. მოგზაურებმა არ უნდა გამოიყენონ პრეპარატი იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება არაერთგვარი (რბილი ან თხელი განავალი), სისხლიანი დიარეის 8 ან მეტი ეპიზოდი დღე-ღამეში. აღნიშნული ჯგუფის პრეპარატები გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა:
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ინფექცები, მოგზაურთა დიარეა;
- ჰიპერამონიემიის მკურნალობა დამხმარე საშუალების სახით;
- დიარეით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა.
ფაქსიმინის მიღების წესი

მითითებები პრეპარატის მიღების სიხშერესა და დოზების შესახებ
ექიმებმა შეიძლება დაგინიშნონ პრეპარატის სხვადასხვა დოზა და გამოყენების სიხშირე.
თუ სხვა დანიშნულება არ არის მოცემული ექიმის მიერ, მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 3 დღეზე მეტი დროის განმავლობაში. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ პაციენტის კლინიკური მდგომარეობის მიხედვით.
როდესაც საჭიროა მკურნალობის განმეორებითი კურსები, კურსებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს 20-40 დღეს, რა დროსაც არ მიიღება პრეპარატი.
კურსების სახით ჩატარებული თერაპიის ხანგრძლივობა განისაზღვრება თქვენი ექიმის მიერ.

რეკომენდებული დოზა:
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ინფექციები, მოგზაურთა დიარეა
მოზრდილები: 1 ტაბლეტი 8 საათში 1-ჯერ (600 მგ რიფაქსიმინი)
სისხლში ამონიუმის მომატებული დონის მკურნალობა დამხმარე საშუალების სახით
მოზრდილები: 2 ტაბლეტი 8 საათში 1-ჯერ (1200 მგ რიფაქსიმინი)
დიარეით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა
მოზრდილები: 2 ტაბლეტი 8 საათში 1-ჯერ (1200 მგ რიფაქსიმინი)
ამოიღეთ აპკიანი ტაბლეტი ბლისტერიდან და გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით

ორსულობა:
თუ ხართ ორსულად ან ხართ რეპროდუქციული ასაკის პირი, თქვენთვის არ არის რეკომენდებული კოლიდური 200 მგ აპკიანი ტაბლეტის მიღება.
თუ ხართ ორსულად და განიხილავთ დაორსულების საკითხს, პრეპარატის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
Show More
More Info
Brand
დროგსან ილაჩი
Country
თურქეთი
Generic
rifaximin
Dose
200მგ
Form
ტაბლეტი
Quantity
12
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page