EZor drops 7.5mg/1ml 25ml in vial #1
EZor drops 7.5mg/1ml 25ml in vial #1

EZor drops 7.5mg/1ml 25ml in vial #1

ესპანეთი

ლაინკო
About Product
შემადგენლობა: ყოველი მლ აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს 7,5 მგ ნატრიუმის პიკოსულფატს. დამხმარე ნივთიერება: გლიცერინი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.

ჩვენებები: პერიოდულად განვითარებული შეკრულობის სიმპტომური მკურნალობა, განსაკუთრებით პაციენტებში ბუასილით ან ანალური ხვრელის და სწორი ნაწლავის სხვა მტკივნეული დაზიანებების დროს.
დოზირება და მიღების წესი: თუ პაციენტს მიაჩნია რომ პრეპარატის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. პრეპარატი მოწოდებულია შიგნით მისაღებად. მოზრდილები: 10-20 წვეთი დღეში ერთხელ. 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: 3-10 წვეთი დღეში ერთხელ. საჭიროა დოზის ინდივიდუალურად განსაზღვრა მინიმალურ დოზამდე, რომელიც აუცილებელია დეფეკაციისთვის. პრეპარატი მიიღება საღამოს, რათა დეფეკაცია გამოიწვიოს დილას. წვეთები მიიღება ცალკე ან გახსნილი სახით ნებისმიერი სახის სასმელში ან საკვებში. ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია 6 დღეზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიღება.

გვერდითი მოვლენები: შეკრულობის გაუარესება, გამონაყარი კანზე, გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ზომიერი ხარისხის სპაზმები, სპაზმები მუცელში, სისუსტე, ნახევრად თხევადი განავალი, სითხის, კალიუმის და სხვა ელექტროლიტების ინტენსიური კარგვა, რაც იწვევს გულის და კუნთების დაზიანებას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. ნაწლავის ანთებითი დაავადება, ტკივილი მუცლის არეში ან ეჭვი ნაწლავის დახშობაზე, აპენდიციტი, ნაწლავების გაუვალობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან: პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობს ან უახლოეს წარსულში ღებულობდა ნებისმიერ სხვა პრეპარატს ურეცეპტოდ გასაცემი სამკურნალო საშუალებების ჩათვლით. ანტიბიოტიკებთან ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება შეამციროს პრეპარატის საფაღარათო ეფექტი. დოზის გადაჭარბების ან ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში სისხლში შეიძლება გამოვლინდეს კალიუმის რაოდენობის შემცირება, შედეგად პაციენტმა თავიდან უნდა აიცილოს მისი გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ მსგავსი ცვლილებების განვითარება. სისხლში კალიუმის შემცირებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს სათითურას გლიკოზიდების ტოქსიურობის შემცირება.

განსაკუთრებული მითითებები: პაციენტმა უნდა შეწყვიტოს მკურნალობა და მიმართოს ექიმს თუ: მკურნალობის დაწყებიდან 72 საათის გასვლის შემდეგ პაციენტს არ აღენიშნება დეფეკაცია, თუ სიმპტომები მძიმდება ან ნარჩუნდება 6 დღეზე მეტი დროის მანძილზე. ექიმთან კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში. ეზორის შიგნით მისაღები ხსნარი შეიცავს გლიცერინს და შეიძლება საზიანო იყოს დიდი დოზებით გამოყენების დროს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, ტკივილი მუცლის არეში და ფაღარათი. თუ პაციენტი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ღებულობს საფაღარათო საშუალებებს, მან შეიძლება გამოიწვიოს სისხლში გლუკოზის კონცენტრაციის მომატება და კალიუმის კონცენტრაციის შემცირება. დოზის გამოტოვების შემთხვევაში დაუშვებელია გაორმაგებული დოზის მიღება გამოტოვებულის სანაცვლოდ. ჩვეულებრივი დოზა მიიღება ჩვეულებრივ დროს.

ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს ექიმს ან ფარმაცევტს. არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: არ აღწერილა გავლენა.


გარეგნული სახე და შეფუთვა: შიგნით მისაღები ხსნარი საწვეთურიან 25 მლ მოცულობის ბოთლებში.

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებული პირობების დაცვას.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ლაინკო ს.ა. ბიზეტის გამზირი, 8-12, 08191 რუბი, ბარსელონა, ესპანეთი.
Show More
More Info
Brand
ლაინკო
Country
ესპანეთი
Generic
picosulfate sodium
Dose
7.5მგ/1მლ
Form
წვეთები ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
25მლ
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page