Dialin oral susp 200mg/5ml 60.0 #1

Dialin oral susp 200mg/5ml 60.0 #1

თურქეთი

ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
About Product
ჩვენებები: მწვავე ბაქტერიული დიარეა, რომელიც მიმდინარეობს ზოგადი მდგომარეობის გაუარესების, სხეულის ტემპერატურის მომატების, ინტოქსიკაციის გარეშე (რეჰიდრატაციასთან ერთად, რომელიც ხორციელდება სითხეების და ელექტროლიტების შიგნით მიღების გზით, ან, აუცილებლობის შემთხვევაში, მათი ინტრავენური შეყვანით). შეყვანილი სითხის მოცულობა უნდა შეესაბამებოდეს დიარეის გამოხატულების ხარისხს, პაციენტის ასაკსა და კლინიკურ მდგომარეობას.

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა ნიფუროქსაზიდისადმი, ნიტროფურანის წარმოებულების და-ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; 2 წლამდე ბავშვთა ასაკი.

მიღების წესი და დოზირება: პრეპარატი მიიღება შიგნით ჭამისგან დამოუკიდებლად. გამოყენებამდე საჭიროა ფლაკონის შენჯღრევა ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე. საჭიროებისას, შესაძლებელია სუსპენზიისათვის წყლის მიყოლება. დოზირებისათვის გამოიყენა საზომი ჭიქა, რომელიც მოთავსებულია შეფუთვაში. ბავშვები 2 წლის ასაკიდან: 200მგ (სუსპენზიის 5მლ) 3-ჯერ დღე-ღამეში (600მგ დღე-ღამეში). ბავშვები 6 წლის ასაკიდან და მოზრდილები: 200მგ (სუსპენზიის 5მლ) 3-4-ჯერ დღე-ღამეში (600-800მგ დღე-ღამეში). მკურნალობის კურსი-არაუმეტეს 7 დღისა.
ხანდაზმული პაციენტები: არ არსებობს კლინიკური კვლევები, რომლებიც მიუთითებენ მკურნალობის მიმართ საპასუხო რეაქციების განსხვავებებზე ხანდაზმულ პაციენტებსა და ახალგაზრდა პაციენტებს შორის.
ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქცია: არ არსებობს კლინიკური კვლევები, რომლებიც მიუთითებენ მკურნალობის მიმართ საპასუხო რეაქციების განსხვავებებზე ღვიძლისა და თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებსა და ღვიძლისა და თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებს შორის.


გამოშვების ფორმა: შიგნით მისაღები სუსპენზიის 60მლ ყვითელი შუშის ფლაკონში პლასტმასის ხრახნიანი თავსახურით. 1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის წესი: ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

აფთიაქიდან გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
Show More
More Info
Brand
ვორლდ მედიცინ ილაჩ სან.
Country
თურქეთი
Generic
nifuroxazide
Dose
200მგ/5მლ
Form
სუსპენზია ორალური
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
60მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page