About Product
შემადგენლობა: სოკოვანი დიასტაზა-100მგ; პაპაინი-60მგ; სიმეტიკონი-50მგ; აქტივირებული ნახშირი - 250მგ (სხვა ინგრედიენტები: ნატრიუმის პროპილპარაბენი, ნატრიუმის ბენზოატი, სიმინდის სახამებელი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის CMC, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, PVPK, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი, დიაბაზური კალციუმის ფოსფატი, HPMC, ტიტანის დიოქსიდი, რკინის შავი ოქსიდი). ჩვენებები: გამოიყენება როგორც მონოთრაპიის ისე კომპლექსური თერაპიის სახით შემდეგი მდგომარეობებისას: დისპეფსიური აშლილობები; საჭმლის მომნელებელი პროცესების დარღვევა გამოწვეული: პაციენტის ხანგრძლივი იმობილიზაციით, საღეჭი ფუნქციის მოშლით, ცხიმიანი და ზედმეტი საკვები პროდუქტების მიღებით, რომელსაც ახასიათებს: კუჭის ავსების შეგრძნება; მეტეორიზმი; აეროფაგია; ჩანაცვლებითი თერაპია კუჭქვეშა ჯირკვლის გარესკრეციული უკმარისობის დროს; შეკრულობის მოსახსნელად იმ პაციენტებში რომლებთანაც საჭიროა დეფეკაციის დროს ზედმეტი დაძაბულობის შემცირება: მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანის შემდეგ, პოსტოპერაციულ პერიოდში, ბუასილის, ანალური სფინქტერის ნახეთქების დროს, ხანდაზმულ პირებში, ასევე წოლითი რეჟიმის მქონე პაციენტებში; მუცლის ღრუსა და მხირე მენჯის ორგანოებზე დიაგნოსტიკური გამოკვლევების მოსამზადებლად; კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური მოშლილობანი, რაც ვლინდება მუცლის ტკივილით, აირების წარმოქმნის მომატებით, ბოყინით.
უკუჩვენებები: მწვავე პანკრიატიტი, მწვავე გასტროინტესტინალური ტრაქტის დაავადებები, პრეპარატის რომელიმე შემადგენელი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა, 7 წლამდე ასაკის ბავშვები.
მიღების წესი: 1 ტაბლეთი 1-2ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.
მკურნალობის ხანგრძლივობას და დოზირების რეჟიმს ინდივიდუალურად ადგენს ექიმი პაციენტის მდგომარეობის და ასაკის შესაბამისად.
გვერდითი მოვლენები: შეიძლება აღინიშნოს ალერგიული რეაქცია.
ორსულობა და ლაქტაცია: ინიშნება სიფრთხილით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: საჭიროა პაციენტმა წამლების მიღებებს შორის დაიცვას შუალედი არმაკლებ 2 საათისა, რაც განპირობებულია აქტივირებული ნახშირის შემცველობასთან.
სპეციალური მითითება: პრეპარატის გამოყენებისას ფეკალური მასები შესაძლოა გახდეს მუქი ფერის, რაც განპირობებულია დენძიმში შემავალი აქტიური ნახშირით.
გამოშვების ფორმა: 10 ტაბლეტი ბლისტერზე, სამი ბლისტერი მოთავსებული არის კოლოფში.
შენახვის პიროები: პრეპარატი ინახება 25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ და ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
მწარმოებელი: Life Care Formulations PVT LTD.
ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: LTD 3D Pharma Georgia.
Show More
More Info
133380
Generic
fungal diastase+papain+simethicone+activated charcoal