CosmoCol paediatric powder for oral solution sachets #30
გერმანია
კლოკე ფარმა-სერვისი
GEL
in stock
new
91.18₾
97.0₾
-6.0%
About Product
შემადგენლობა: კოსმოკოლი პედიატრიულის ერთი პაკეტი შეიცავს შემდეგ აქტიურ ინგრედიენტებს: მაკროგოლი 3350 6.563გ ნატრიუმის ქლორიდი 0.1754გ ნატრიუმის ჰიდროკარბონატი 0.0893გ კალიუმის ქლორიდი 0.0233გ პაკეტის შიგთავსის ჭიქის მეოთხედ წყალში გახსნის შემდეგ თითო პაკეტიდან მიიღება: ნატრიუმი 65 მილიმოლი-ლიტრი ქლორიდი 53 მილიმოლი-ლიტრი ჰიდროკარბონატი 17 მილიმოლი-ლიტრი კალიუმი 5.0 მილიმოლი-ლიტრი აღნიშნული სამკურნალო საშუალება შეიცავს ნატრიუმს, რომელიც ექვივალენტურია 93.87მგ-სა თითო პაკეტზე. სხვა ინგრედიენტები: კაჟბადი, კოლოიდური უწყლო, ნატრიუმის საქარინი, ფორთოხლის არომატიზატორი და ლიმონის ლაიმის არომატიზატორი. არომატიზატორებში შედის სორბიტოლი (E420) და ალფა-ტოკოფეროლი (E307).
ჩვენება: კოსმოკოლი პედიატრიული არის საფაღარათო საშუალება. აღნიშნული პრეპარატი გამოიყენება: ქრონიკული ყაბზობის სამკურნალოდ 2-11 წლის ბავშვებში. შეკრულობის სამკურნალოდ ბავშვებში 5 წლის ასაკიდან. შეკრულობა არის ქრონიკული ყაბზობა, როდესაც განავლის დიდი რაოდენობა ახდენს სწორი ნაწლავის და-ან მსხვილი ნაწლავის ბლოკირებას. მაღალი დოზები რეკომენდებულია 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში.
უკუჩვენება: ბავშვს კოსმოკოლი პედიატრიული არ უნდა მიეცეს, თუ ექიმისგან იციან, რომ ბავშვს ალერგია აქვს მაკროგოლ 3350-ზე, ნატრიუმის ქლორიდზე, ნატრიუმის ჰიდროკარბონატზე, კალიუმის ქლორიდზე ან რომელიმე სხვა ინგრედიენტზე. ბავშვს აღენიშნება ნაწლავის ბლოკირება. ნაწლავის კედელი პერფორირებულია. ბავშვს აქვს ნაწლავების მწვავე ანთებითი დაავადება, როგორიც არის წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება ან ტოქსიური მეგაკოლონი.
კოსმოკოლი პედიატრიულის მიღება საკვებთან და სასმელთან: აღნიშნული პრეპარატის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს საკვებთან-სასმელთან ერთად ან მათ გარეშე.
ორსულობა და ლაქტაცია: კოსმოკოლი პედიატრიულის მიღება შესაძლებელია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს ნატრიუმს. თითო პაკეტი შეიცავს 93.87მგ ნატრიუმს, რაც მხედველობაში უნდა იქნას მიღებული პაციენტებში, რომლებიც არიან ნატრიუმის კონტროლირებად დიეტაზე. კოსმოკოლი პედიატრიული შეიცავს სორბიტოლს (E420). თუ ექიმისგან იციან, რომ ბავშვი ვერ იტანს შაქრის გარკვეულ ტიპებს პრეპარატის მიღებამდე უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს.
ქრონიკული ყაბზობა: რეკომენდებული დოზა განისაზღვრება ბავშვის ასაკის და მკურნალობაზე რეაგირების მიხედვით. 2-6 წლის ბავშვებში მკურნალობა იწყება დღეში 1 პაკეტით. 7-11 წლის ბავშვებში მკურნალობა იწყება დღეში 2 პაკეტით. ექიმმა შესაძლოა გაზარდოს პაკეტების რაოდენობა მანამდე, სანამ განავალი არ დარბილდება. თუ დოზა საჭიროებს გაზრდას ეს უნდა მოხდეს ყოველ დღე. ჩვეულებრივ დღეში 4 პაკეტზე მეტი არ არის საჭირო. არ არის სავალდებულო ერთიანად მიიღოს ბავშვმა მთლიანი დოზა. სურვილის შემთხვევაში ბავშვმა ნახევარი დოზა შეიძლება მიიღოს დილით და ნახევარი საღამოს. ბავშვს დასჭირდება ხანგრძლივი მკურნალობა სულ მცირე 6-12 თვე.
შენახვის წესი: ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენება პაკეტზე და კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე. კოსმოკოლი პედიატრიული ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე. პრეპარატის წყალში გახსნის შემდეგ თუ ბავშვი მაშინვე ვერ სვამს მომზადებულ ხსნარს, მას უნდა დაეხუროს და უნდა შეინახონ მაცივარში (2-8C). ხსნარი უნდა გადაიღვაროს თუ არ გამოიყენება 24 საათის განმავლობაში