Ayesol sashet 20.82g #20

Ayesol sashet 20.82g #20

საქართველო

ავერსი-რაციონალი
About Product
შემადგენლობა: 1 (20.82გ) პაკეტი შეიცავს: ნატრიუმის ქლორიდს–2.6გ; კალიუმის ქლორიდს–1.5გ; ნატრიუმის ციტრატს–2.9გ; უწყლო გლუკოზას–13.5გ. დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის საქარინი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, ფორთოხლის არომატიზატორი, ლიმონის არომატიზატორი.

ჩვენება: წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის აღდგენა, აციდოზის კორექცია მწვავე დიარეის დროს მსუბუქი ან საშუალო ხარისხის დეჰიდრატაციით (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში); თერმული დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია წყალ-ელექტროლიტური ცვლის დარღვევასთან; წყალ-ელექტროლიტური წონასწორობის დარღვევის პროფილაქტიკის მიზნით თერმული და ფიზიკური დატვირთვის დროს, როდესაც აღინიშნება ინტენსიური ოფლდენა.
მიღების წესი და დოზირება: აისოლი მიიღება შიგნით, კვებისგან დამოუკიდებლად. 1 (20.82გ) პაკეტის შიგთავსი იხსნება 1ლ გადადუღებულ და გაცივებულ წყალში. აისოლის მომზადებული ხსნარი ინახება არა უმეტეს 24სთ-ის განმავლობაში 2-8C ტემპერატურაზე. მოზრდილებსა და მოზარდებში მსუბუქი ხარისხის დეჰიდრატაციის დროს მიიღება ხსნარის 50მლ-კგ სხეულის მასაზე პირველი 4-6სთ-ის განმავლობაში, საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს-100მლ-კგ სხეულის მასაზე პირველი 6სთ-ის განმავლობაში. მისაღები ხსნარის რაოდენობა და მიღების სიხშირე დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე. თერაპიული ეფექტის შესანარჩუნებლად მსუბუქად მიმდინარე დიარეის დროს მიიღება დღეში 100-200მლ-კგ სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე. მძიმედ მიმდინარე დიარეის დროს-15მლ-კგ სხეულის მასაზე ყოველ სთ-ში, დიარეის შეწყვეტამდე. ბავშვებში მსუბუქი ან საშუალო სიმძიმის დეჰიდრატაციის დროს საწყისი დოზაა 50-100მლ-კგ სხეულის მასაზე პირველი 4სთ-ის განმავლობაში, შემდგომში მიიღება დღეში 100მლ-კგ-მდე სხეულის მასაზე, დიარეის შეწყვეტამდე. მისაღები ხსნარის რაოდენობა დამოკიდებულია წყურვილის გრძნობასა და თერაპიის ეფექტურობაზე. ხსნარი ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვებს უნდა მიეცეთ სუფთა კოვზით ან ჭიქით. ბოთლით ხსნარის მიცემა დაუშვებელია. მცირე ასაკის ბავშვებში ხსნარის პირში ჩასაწვეთებლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პიპეტი. 2 წლამდე ასაკის ბავშვებში მიიღება 1 ჩაის კოვზი ყოველ 1-2წთ-ში. ღებინების შემთხვევაში რეჰიდრატაცია უნდა შეწყდეს 10წთ-ით და შემდეგ გაგრძელდეს დაბალი სიხშირით (1 ჩაის კოვზი ყოველ 2წთ-ში)გვერდითი მოვლენები: აისოლის რეკომენდებული დოზით მიღებისას გვერდითი ეფექტები არ ვლინდება. გვერდითი მოვლენებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთის, რომელიც არ არის მოცემული ამ ინსტრუქციაში უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ან მის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ; თირკმელების ფუნქციის დარღვევა; ინსულინდამოკიდებული და ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტი; ნაწლავთა გაუვალობა; ჰიპერკალიემია; მძიმე ფორმის ჰიპერტონული დაავადება.შენახვის პირობები: ინახება 15-25C ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. მომზადებული ხსნარი ინახება 2-8C ტემპერატურაზე, არა უმეტეს 24 სთ-ის განმავლობაში!
Show More
More Info
Brand
ავერსი-რაციონალი
Country
საქართველო
Generic
sodium chloride+sodium citrate anhydrouse+kalii chloride+clucose anhydrouse+Saccharomyces boulardii
Dose
20.82გრ
Form
ფხვნილი ორალური ხსნარის მოსამზადებლად
Packing
პაკეტი
Quantity
20
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page