Tornaza Dex eye ointment (3mg+1mg)1ml 5g tube#1
Tornaza Dex eye ointment  (3mg+1mg)1ml 5g tube#1

Tornaza Dex eye ointment (3mg+1mg)1ml 5g tube#1

ბულგარეთი

ბალკანფარმა-რაზგრადი
About Product
დასახელება - ტორნაზა დექსი მალამო თვალის (3მგ+1მგ)/1მლ 5გრ ტუბი #1
გამოყენება
ტორნაზა დექსი კომბინირებული მედიკამენტია, რომელიც შეიცავს დექსამეტაზონს და ტობრამიცინს, განკუთვნილია თვალში გამოყენებისათვის.
დექსამეტაზონი კორტიკოსტეროიდია ძლიერი ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. ტობრამიცინი ანტიბიოტიკია, რომელიც მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ ამინოგლიკოზიდებს, რომლებთაც ახასიათებთ აქტივობა მთელი რიგი, მათ შორის, თვალის ინფექციების გამომწვევი მიკროორგანიზმების მიმართ. ის გამოიყენება თვალის ანთებითი პროცესის პროფილაქტიკის და მკურნალობისათვის, ასევე კატარაქტას ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მოსალოდნელი ინფექციის პრევენციისათვის უფროსებში და 2 წლის ასაკის და უფროს ბავშვებში.
უკუჩვენებები
ტორნაზა დექსის თვალის მალამო არ გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
• ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ტობრამიცინის და/ან დექსამეტაზონის მიმართ ან ამ მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი დამხმარე ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია შემადგენლობაში);
• რქოვანას herpes simplex; ჩუტყვავილას აცრის შემდეგ; ჩუტყვავილას და სხვა რქოვანას და კონიუნქტივიტის ვირუსული დაავადებებისას;
• თვალის ინფექციები გამოწვეული მიკობაქტერიებით (თვალის ტუბერკულოზი);
• თვალის ინფექციები გამოწვეული თვალის სოკოთი ან აღინიშნება არანამკურნალევი თვალის პარაზიტული ინფექციები;
• არანამკურნალევი თვალის ჩირქოვანი ინფექციებისას.
• ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილობა
• თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ჩვილს ძუძუთი, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცვეტს.
• ტორნაზა დექსის გამოყენება რეკომენდებული არ არის ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში.
• გამოყენების წესი
• ეს მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის ზუსტი დანიშნულების მიხედვით. მიმართეთ ექიმს, თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული.
• რეკომენდებული დოზირება
• ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზირება უფროსებში შეადგენს მალამოს მცირე რაოდენობას (დაახლოებით 1.5 სმ ზოლი) დაინფიცირებულ თვალ(ებ)ის კონიუნქტივის ტომარაში (ქვედა შიდა კუთხეში), სამჯერ ან ოთხჯერ დღეში.
• მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება ექიმის მიერ.
• არ შეიძლება 24 დღეზე მეტი ხნით გამოყენება.
• ტორნაზა დექსის თვალის მალამოს გამოყენება შესაძლებელია 2 წლის და უფროსი ასაკის ბავშვებში იმავე დოზირებით, როგორც უფროსებში.
• ტორნაზა დექსის თვალის მალამო გამოიყენება მხოლოდ საკუთარი თვალებისთვის.
Show More
More Info
Brand
ბალკანფარმა-რაზგრადი
Country
ბულგარეთი
Generic
tobramycine+dexamethasone
Dose
(3მგ+1მგ)/1მლ
Form
მალამო თვალის
Packing
ტუბი
Quantity
1
Volume
5გრ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2025. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page