Toberich eye drops 3mg+1mg 5ml in vial #1
Toberich eye drops 3mg+1mg 5ml in vial #1

Toberich eye drops 3mg+1mg 5ml in vial #1

კორეის რესპუბლიკა

დევუ ფარმი
About Product
საერთაშორისო დასახელება - Tobramycinum+Dexamethasonum
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი
ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო კომბინირებული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
ტობრამიცინი ............ 3 მგ
დექსამეთაზონი ........ 1 მგ
კონსერვანტი:
ბენზალკონიუმის ქლორიდი ..... 0.01%
არააქტიური ნივთიერებები:
ტილაქსოპოლი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქსიმეთილცელულოზა, ნატრიუმის სულფატი, გოგირდმჟავა (pH-ის რეგულირებისათვის) და დისტილირებული წყალი.

თვალის მალამო: ტუბში 3.5 გ.
1 გ
ტობრამიცინი ................. 3 მგ
დექსამეთაზონი ............... 1 მგ
კონსერვანტი:
ქლორბუტანოლი ............. 0.5%
არააქტიური ნივთიერებები: მინერალური ცხიმი და თეთრი ვაზელინი.

ჩვენებები:
ბლეფარიტი;
კონიუქტივიტი;
კერატიტი (ეპითელიუმის დაზიანების გარეშე);
პოსტოპერაციული ინფექციების პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
სუსპენზია
1-2 წვეთი ქვედა ქუთუთოში 4-6 სთ-ში ერთხელ.

მალამო
მალამო დაიტანება ქვედა ქუთუთოზე 3-4-ჯერ დღეში.
შეიძლება მალამოსა და ხსნარის გამოყენება კომბინაციაში: მალამო - საღამოს ძილის წინ და ხსნარი - დღის განმავლობაში.
გვერდითი მოვლენები:
მომატებული მგრძნობელობა და ალერგიული რეაქციები, კონიუქტივის ჰიპერემია.
მეორადი ინფექციები, თვალშიდა წნევის მომატება.

უკუჩვენებები:
მარტივი ჰერპესით გამოწვეული კერატიტი;
კონიუქტივისა და რქოვანას ვირუსული ინფექციები;
თვალის მიკრობაქტერიული ინფექცია;
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
არ არის რეკომენდებული რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების დროს.
არ გამოიყენება თვალში საინექციოდ.
Show More
More Info
Brand
დევუ ფარმი
Country
კორეის რესპუბლიკა
Generic
tobramycine+dexamethasone
Dose
(3მგ+1მგ)/1მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page