Oftamycin eye drops 0.3% 5ml #1
Oftamycin eye drops 0.3% 5ml #1

Oftamycin eye drops 0.3% 5ml #1

თურქეთი

დევა ჰოლდინგი
About Product
საერთაშორისო დასახელება - tobramycin
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ოფთალმოლოგია → ბაქტერიების საწინააღმდეგო საშუალებები ადგილობრივი გამოყენებისათვის → ანტიბიოტიკები
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
მინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ
1 მლ
ტობრამიცინი .............. 3 მგ
დამცავი ნივთიერებები:
ბენზალკონიუმის ქლორიდი ........ 0.01%
ნეიტრალური ნივთიერება და გამოხდილი წყალი.

თვალის მალამო 0.3%: ტუბში 3.5 გ
1 გ
ტობრამიცინი ................ 3 მგ
დამცავი ნივთიერების სახით შეიცავს 0.5% ქლორბუტანოლს, მინერალურ ზეთს, ვაზელინის ფუძეს.

ჩვენებები:
მედიკამენტის მიმართ მგრძნობიარე ბაქტერიებით გამოწვეული თვალის დაავადებები.
პრეპარატის გამოყენებას თან უნდა ახლდეს შესაბამისი დაკვირვება ბაქტერიათა მგრძნობელობაზე. კლინიკური კვლევებით დადასტურდა, რომ ტობრამიცინის გამოყენება ბავშვებში უსაფრთხოა და ეფექტური.

მიღების წესი და დოზირება:
ხსნარი
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადების შემთხვევაში - 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ ოთხ საათში ერთხელ.
მწვავე ინფექციური დაავადებების შემთხვევაში 2 წვეთი ყოველ საათში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე, რის შემდეგ პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს სრულ შეწყვეტამდე.

მალამო
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებების დროს მალამო უნდა წასმული იქნას დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) 2-3-ჯერ დღეში;
მძიმე ინფექციური დაავადების შემთხვევაში დაზიანებულ თვალში (ორივე თვალში) ყოველ 3-4 სთ-ში ერთხელ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს მისი მიღების სრულ შეწყვეტამდე.
მალამოსა და წვეთების გამოყენება შესაძლებელია ერთად.

გვერდითი მოვლენები:
ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციას წარმოადგენს თვალის ადგილობრივი ჰიპერმგრძნობელობა, რომელიც გამოიხატება ქუთუთოს ჰიპერემიით და შეშუპებით, აგრეთვე კონიუქტივური ერითემით. ანალოგიური რეაქციები ვითარდება სხვა ამინოგლიკოზიდური ანტიბიოტიკების გამოყენების შემთხვევაშიც. სხვა გვერდითი მოვლენები ტობრექსის გამოყენებისას არ აღინიშნება.
ადგილობრივ გამოყენებასთან ერთად, სხვა ამინოგლიკოზიდების სისტემური მიღება, საჭიროებს მათი შემცველობის კონტროლს სისხლის პლაზმაში.
კლინიკური კვლევების საფუძველზე დადგენილ იქნა, რომ ტობრექსის ოფთალმოლოგიური მალამო გვერდით მოვლენებს იწვევს გაცილებით ნაკლები რაოდენობის პაციენტებში (3.7%), ვიდრე ოფთალმოლოგიური მალამო - გენტამიცინი (10.6%).

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტის მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია:
ცხოველებზე ჩატარებული კვლევებით არ დადასტურდა პრეპარატის ტერატოგენული მოქმედება. ორსულებში ინიშნება მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში.
Show More
More Info
Brand
დევა ჰოლდინგი
Country
თურქეთი
Generic
tobramycin
Dose
0.3%
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
5მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page