მშრალი კერატოკონიუნქტივიტი და „მშრალი თვალის“ სინდრომის თანმდევი სხვა დაავადებები, რომელიც გამოიხატება ცრემლდენაში, დაღლილობაში, ქავილში და წვაში, თვალში უცხო სხეულის შეგრძნებაში; თვალების გაღიზიანება (მტვერი, კვამლის შედეგად, კომპიუტერზე მუშაობის დროს “ოფისის თვალის სინდრომი“); არასაკმარისი ცრემლგამოყოფა; სტივენს-ჯონსის სინდრომი; შაგრენის დაავადება; ქუთუთოების დაავადება, რომელიც იწვევს რქოვანას ცრემლთან არასაკმარის კონტაქტს, აღდგენითი თერაპია რქოვანაზე ლაზერული და ქირურგიული ჩარევის შემდეგ. უკუჩვენება ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ერთ-ერთი კომპონენტების მიმართ.
ორსულობა და ლაქტაცია: პრეპარატი უნდა გამოიყენებოდეს ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ ექიმის დანიშვნის თანახმად.
მიღების წესი და დოზირება თვალის გელი აიგელ პლუსი გამოიყენება 1 წვეთი 1-4 ჯერ დღე-ღამეში (სიმპტომის გამოხატულობის ხარისხიდან გამომდინარე). პრეპარატის ჩაწვეთამდე დაიბანეთ ხელები.
ჭარბიდოზირება
მონაცემები პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ არ არსებობს.
თანმხლები მოვლენები: ჩაწვეთებისთანავე შესაძლებელია მხედველობის დროებითი დაბინდვა, წვის ხანმოკლე შეგრძნება და თვალის ადგილობრივი გაღიზიანება.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან: აიგელ -ის სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება შესწავლილი არ არის.
გამოშვების ფორმა: 5% თვალის გელი. 10 გ გამჭვირვალე ფლაკონი, 10 მლ ტევადობის, ფლაკონი ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.