About Product
საერთაშორისო დასახელება - Cyclopentolate
ციკლოპლეგიცედოლი არის თვალის წვეთები, ხსნარი, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდს 10მგ/მლ.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: 15.3.2 - თვალის პრეპარატები; მიდრიაზული და ციკლოპლეგიური საშუალებები, ანტიქოლინერგიული პრეპარატები.
ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი არის ანტიქოლინერგიული საშუალება, რომელიც აცეტილქოლინის მუსკარინული რეცეპტორების ბლოკირების უნარით, იწვევს ირისის მრგვალი კუნთის და ცილიარული კუნთის დამბლას. მოცემული მოქმედება იწვევს გუგის დილატაციას (მიდრიაზს) და აკომოდაციის დამბლას (ციკლოპლეგიას).
თერაპიული ჩვენებები:
თვალის ფსკერის გამოკვლევა და რეფრაქციის გამოკვლევა. ირიტის, ირიდოციკლიტის, ქოროიდიტის და უვეიტის მკურნალობაში მიდრიაზული საშუალების სახით.
ციკლოპლეგიცედოლის გამოყენების წესი
ციკლოპლეგიცედოლის გამოყენება უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციის მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
მიღების მეთოდი: მოხსენით თავსახური საწვეთურიან კონტეინერს და მოუჭირეთ ხელი მსუბუქად, იმისათვის რომ ჩაიწვეთოთ რეკომენდებული დოზა. თვალის სხვა წვეთების მსგავსად, ციკლოპლეგიცედოლის გამოყენება ხდება 28 დღის განმავლობაში მისი პირველი გახსნის შემდეგ.
ჩვეულებრივი დოზაა:
ციკლოპლეგიური რეფრაქცია: ჩაიწვეთეთ ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდის თვალის წვეთები 10მგ/მლ-ის 1 წვეთი (მოზრდილებში ), 5 წუთის შემდეგ კიდევ ერთი წვეთი. გამოკვლევა უნდა ჩატარდეს 30-40 წუთის მანძილზე ბოლო ჩაწვეთებიდან.
უვეიტი: ჩაიწვეთეთ 1 წვეთი 3-4-ჯერ დღეში.
თუ მიიღეთ ციკლოპლეგიცედოლის მეტი დოზა - მწვავე ტოქსურობის შემთხვევაში ანტიდოტს წარმოადგენს ფიზოსტიგმინი.
ბავშვებში: 0.5მგ ფიზოსტიგმინის მიღება ხდება ნელა, ინტრავენური შეყვანით. თუ ტოქსიური ეფექტები კვლავ შეინიშნება და არ აღინიშნება ქოლინერგიული ფენომენი, ფიზოსტიგმინის გამოყენება უნდა განმეორდეს ყოველ 5 წუთში 2მგ დოზით.
მოზარდები და მოზრდილები: 2მგ ფიზოსტიგმინის გამოყენება ხდება ნელა ინტრავენური შეყვანით. თუ ტოქსიური ეფექტები კვლავ შეინიშნება ფიზოსტიგმინის გამოყენება უნდა განმეორდეს 1-2მგ დოზით 20 წუთის შემდეგ.
ფიზოსტიგმინის მიღება ასევე შესაძლებელია კანქვეშა შეყვანის გზით.
თუ დაგავიწყდებათ ციკლოპლეგიცედოლის გამოყენება-თუ შემდეგი დოზის მიღების დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა, დაუყოვნებლივ ჩაიწვეთეთ ციკლოპლეგიცედოლის თვალის წვეთები, ხსნარი, დოზის გაორმაგების გარეშე. შემდეგ კი, განაგრძეთ ჩვეულებრივი მიღება.
თუ უკვე დამდგარია მომდევნო დოზის მიღების დრო, მიიღეთ წვეთები დოზის გაორმაგების გარეშე. განაგრძეთ თვალის წვეთების მიღება ჩვეული განრიგით.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად, ციკლოპლეგიცედოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
არსებობს, განსაკუთრებით ბავშვებში, პრეპარატის აბსორბციის მაღალი რისკი ცხვირის ლორწოვანი გარსის მეშვეობით და საცრემლე სადინარში ჩასვლით. ამიტომ, საჭიროა თვალის კუთხეზე დაწოლა რამოდენიმე წუთით (2-3 წუთი) თვალის წვეთების ჩაწვეთების შემდეგ კონიუნქტივალურ პარკში.
ფოტომგრძნობელობა - ციკლოპენტოლატის ჰიდროქლორიდი ზრდის თვალის მგრძნობელობას სინათლის მიმართ, რის გამოც რეკომენდებულია სათვალის ტარება თვალის ულტრაიისფერი რადიაციის ზემოქმედებისგან დასაცავად.
ბავშვები - ბავშვებში სპასტიური დამბლით ან ფსიქიური აშლილობით, მეტად მოსალოდნელია გვერდითი მოვლენების განვითრება.
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო პაციენტებში პარალიზური გაუვალობით, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერტროფიით, კორონარული უკმარისობით ან გულის უკმარისობით და ატაქსიით.
საერთო გამოჯანმრთელების დრო შეადგენს 24 სთ-ს.
ორსულობა და ლაქტაცია - ვინაიდან, ორსულებსა და ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალებში აბსორბცია სისტემურია, ციკლოპლეგიცედოლი 10მგ/მლ თვალის წვეთების, ხნსარის მიღება უნდა მოხდეს მაშინ, როდესაც მოსალოდნელი თერაპიული სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს. ცხოველებში არ ჩატარებულა კვლევები, იმისათვის რომ შეფასდეს ციკლოპენტოლატის ემბრიონსა და ნაყოფის განვითარებაზე გვერდითი ეფექტების რისკი.
Show More
More Info
130179
Brand
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს