Alerjon eye drops 0.25mg/1ml 10ml in vial #1
Alerjon eye drops 0.25mg/1ml 10ml in vial #1

Alerjon eye drops 0.25mg/1ml 10ml in vial #1

პორტუგალია

ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
About Product
შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: 0.25 მგ ოქსიმეტაზოლინის ჰიდროქლორიდი 1 მლ-ში. დამხმარე ნივთიერებები: ლიმონმჟავა, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ქლორიდი, ჰიდროქლორიდის მჟავა, მაღალ-გასუფთავებული წყალი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სიმპათომიმეტური პრეპარატები, დეკონგესტანტი.

ჩვენებები: თვალის კონიუნქტივის გაღიზიანების სიმპტომური მკურნალობა.

დოზირება და მიღების წესი: მოზრდილები: რეკომენდირებული დოზაა 1-2 წვეთი თვალში, 4-ჯერ დღეში. არ გამოიყენება 6 წლამდე ასაკში. 6 წლიდან ზემოთ ასაკის ბავშვებში რეკომენდირებული დოზა ემთხვევა მოზრდილების დოზას - 1-2 წვეთი 4-ჯერ დღეში. ალერჯონის გამოყენება შესაძლებელია ხანდაზმულებში.

განსაკუთრებული მითითებები: ალერჯონი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება, რბილი კონტაქტური ლინზების გაუფერულება, ამიტომ პრეპარატის გამოყენებისას უნდა მოხდეს რბილი კონტაქტური ლინზების მოხსნა. საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატის გამოყენებისას, თუ პაციენტს აქვს სტენოკარდია, არტერიული ჰიპერტენზია, ათეროსკლეროზი, დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვალი მომატებული აქტივობით. პროდუქტი არ გამოიყენება თუ ხსნარი შემღვრეულია.

ორსულობა და ლაქტაცია: დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდში.

მანქანისა და სხვა მექანიზმების მართვა: პრეპარატის გამოყენებიდან ერთი საათის განმავლობაში არ უნდა მოხდეს ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა.

გარეგნული სახე და შეფუთვა: ალერჯონი წარმოდგენილია თვალის წვეთების ხსნარის ფორმით. იგი არის სუფთა, უფერო ხსნარი, მოცემული დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიან ბოთლში მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის თავსახურით, რომელიც შეიცავს 10 მლ ხსნარს.

შენახვის პირობები: არ უნდა მოხდეს პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში.

ვარგისიანობის ვადა: მითითებულია შეფუთვაზე.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ლაბორატორიო ედოლ - პროდუტოს ფარმაცეუტიკოს ს.ა. ავ.25 დეაბრილ, 6-61 2795-195, ლინდა-ა-ველა, პორტუგალი
Show More
More Info
Brand
ლაბ. ედოლ-პროდუტოს ფარმაცეუტიკოს
Country
პორტუგალია
Generic
oxymetazoline
Dose
0.25მგ/1მლ
Form
წვეთები თვალის
Packing
ფლაკონი
Quantity
1
Volume
10მლ
Contact Us
(032) 2 40 00 04
digitalsupport@gepha.com
info@gepha.com
JSC Gepha, ID 201991229
24A Sulkhan Tsintsadze Street 0160, Tbilisi, Georgia
Download
Application is available on Android and iOS systems
©2024. PHARMADEPOT. All rights reserved
powered by
Home
Cart
My Page