გამოყენების ჩვენებები: კონიუნქტივიტები, ბლეფარიტები, რქოვანას გარსის ჩირქოვანი წყლულები და სხვ. თვალების ინფექციური დაავადებები, გამოწვეული სულფანილამიდების მიმართ მგრძნობიარე მიკროორგანიზმებით; ტრაქომის კომპლექსური მკურნალობა. გამოყენების წესი და დოზები: ინსტილაციები თავიდან 1-2 წვეთი ყოველ 2-3 საათში. მკურნალობის კურსი შეადგენს 7-10 დღეს. ტრაქომის დროს – ინსტალაციები 2 წვეთი ყოველ 2 საათში.
უკუჩვენებები: ტოქსიკო-ალერგიული რეაქციები სულფანილამიდებზე. გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს: ჩვენებების მიხედვით.
გვერდითი მოქმედება: ადგილობრივი გაღიზიანება, წვა, არასპეციფიური კონიუნქტივიტი, კონიუნქტივალური ჰიპერემია.
ჭარბი დოზა: პრეპარატის დოზა უნდა შემცირდეს, უნდა გაიზარდოს ინტერვალი თვალის წვეთების გამოყენებათა შორის ან შეწყდეს პრეპარატის გამოყენება.
გაფრთხილებები: ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლებელია: პრეპარატის მიმართ უგრძნობი მიკროორგანიზმების მომატება, სოკოების ჩათვლით; ბაქტერიული მდგრადობის განვითარება.