შემადგენლობა: აქტიური ნივთიერება: ყოველი მლ შეიცავს ვაზოპრესინს USP 20 ერთეული (სუნთეზური) დამხმარე ნივთიერებები: ყინულის ძმარმჟავა BP სტერილური საინექციო წყალი BP
თერაპიული ჩვენებები გამოიყენება არანეფროზული გენეზის უშაქრო დიაბეტის დროს და საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან სისხლდენის კონტროლისათვის.
რეკომენდებული დოზირება: უფროსები უშაქრო დიაბეტი: 0,25 მლ-დან 1 მლ-მდე (5-დან 20 ერთეულამდე) დოზირება შეიყვანება კანქვეშა ან კუნთში ინექციის გზით ყოველ ოთხ საათში.
საყლაპავის ვენების ვარიკოზი: ვენებიდან სისხლდენის საწყისი კონტროლისათვის ვაზოპრესინი უნდა შეყვანილი იქნას ინტრავენურად. ვაზოპრესინის 20 ერთეული, გაზავებული 100 მლ 5 %-იან დექსტროზას w/v ხსნარში, შესაძლოა შეყვანილი იქნეს 15 წუთიანი ინფუზიის სახით.
ხანდაზმულები (65 წელზე უფროსები) ისევე როგორც მოზრდილებში, ამ ასაკობრივი ჯგუფისთვისაც არ მოიპოვება კლინიკური და ფარმაკოკინეტიკური განსაკუთრებული მონაცემები. მაგრამ ეს პრეპარატი ნორმალური დოზირებით წარმატებით გამოიყენება ხანდაზმულებში.
პედიატრიული პოპულაცია: არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება.
მიღების მეთოდი: შეიყვანება კანქვეშ, ვენაში ან კუნთში ინექციის გზით.
შენახვის პირობები ინახება მაცივარში 2˚C დან 8˚C ტემპერატურის პირობებში. დაიცავით სინათლისაგან, არ გაყინოთ. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.