About Product
თიროკომბი
ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
(კაფსულები#30)
შემადგენლობა: 2 კაფსულა შეიცავს: L-თიროზინი-150მგ*; აშვაგანდა (რანეტის ფესვი- მცენარის ფხვნილი)-100მგ*; ლიმონურა (შიზანდრა-მცენარის ფხვნილი)-120მგ*; მაგნიუმი (ოქსიდი)–100მკგ 24 %; იოდი (ლამინარია)- 75მკგ 50 %; ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)–50მკგ 2083,5%; თუთია (ოქსიდი)–4მგ 36,5%; სელენი (ამინომჟავასთან ხელატი) 100მკგ 182%; სპილენძი (ოქსიდი) 0,1მგ 11%; მანგანუმი (ამინომჟავასთან ხელატი) 1მგ 43,5%.
*დღიური დოზა არ არის დადგენილი
ჩვენება: თიროკომბში შემავალი მცენარეებისა და მიკროელემენტების სრულყოფილი კომპლექსი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნორმალიზაციას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს. მისი რეგულარული გამოყენება უზრუნველყოფს მთელ რიგ სარგებელს, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ოპტიმალურ პროდუქციასა და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას. ის აგრეთვე დადებით გავლენას ახდენს თირკმელზედა ჯირკვლებზე, რომელთა ფუნქციაც ხშირად ქვეითდება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებასთან ერთად.
დამატებითი ინფორმაცია: L-თიროზინი: L-თიროზინი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) დონეს, რაც დადებითად მოქმედებს ენერგიის რაოდენობაზე, სხეულის მასის კლებაზე, განწყობაზე, კანის ჯანმრთელობასა და დეპრესიაზე.
აშვაგანდა (რანეტი): აშვაგანდა წარმოადგენს პოპულარულ ადაპტოგენურ მცენარეს აიურვედულ მედიცინაში (ინდური ტრადიციული მედიცინა), რომელიც წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა კორტიზოლის (სტრესის ჰორმონის) დონის დაქვეითებასა და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ბალანსირებაში ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სეკრეციის გაძლიერებით.
დადასტურებულია, რომ აშვაგანდა ხელს უწყობს თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციას და ეხმარება ქრონიკულ სტრესთან ბრძოლის უნარის გაძლიერებაში.
შიზანდრა (ლიმონურა): შიზანდრა უზრუნველყოფს ძლიერ ანტიოქსიდაციურ დაცვას თავისუფალი რადიკალებისა და გარემოს სხვა ტოქსინებისგან, რაც უჯრედულ დაზიანებას იწვევს. შიზანდრა „ასუფთავებს“ ფარისებრ ჯირკვალს და აღადგენს მის ნორმალურ ფუნქციას.
მაგნიუმი ორგანიზმში მეტად მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ის აუცილებელია 300 ფერმენტის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. აუცილებელია გლუკოზის, ამინომჟავების, ცხიმების ცვლაში და საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებაში. აგრეთვე ენერგიის გამომუშავებისთვის. მაგნიუმი არეგულირებს კუნთოვან მოქმედებას, აქვეითებს ქოლესტერინის დონეს. უზრუნველყოფს ორგანიზმის გაწმენდას ზოგიერთი ტოქსიკური ნივთიერებებისგან. მონაწილეობს ძვლების ფორმირებაში და ზრდის ძვლის ქსოვილის მინერალურ სიმკვრივეს. მონაწილეობს თირკმელებში D ვიტამინის გააქტიურებაში. მონაწილეობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებაში, აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი.
იოდი: იოდი წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნდამენტური ჰორმონების ტრიიოდთირონინისა (T3) და თიროქსინის (T4) სტრუქტურულ ელემენტს (საშენ მასალას).
ვიტამინი B12: ციანკობალამინი: აუცილებელია ცხიმოვანი მჟავების მეტაბოლიზმისთვის, ხელს უწყობს უჯრედების მიერ ჟანგბადის მოხმარების ზრდას მწვავე და ქრონიკული ჰიპოქსიის დროს. ვიტამინი B12 მონაწილეობს ტრანსმეთილირების და წყალბადის გადატანის პროცესებში, ააქტიურებს მეთიონინის სინთეზს. ხელს უწყობს ორგანიზმში პროტეინის სინთეზს და აქვს ანაბოლური ეფექტი. ლეიკოციტების ფაგოციტური აქტივობის გაზრდით და რეტიკულოენდოთელიალური სისტემის აქტივობის გააქტიურებით, ციანოკობალამინი აძლიერებს იმუნიტეტს.
თუთია: მონაწილეობს ბუნებრივ დამცავ მექანიზმებში და აფერხებს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, აქტიურად მონაწილეობს სქესობრივი მომწიფების პროცესში, ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა ვირუსისა და ინეფექციისაგან დაცვაში, აუმჯობესებს კანის ფერს, ამკვირებს ფრჩხილებს, ბზინვარებას ჰმატებს თმებს, ხელს უშლის აკნეს წარმოქმნას, ამსუბუქებს კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედებას, თუთიას ნორმაში მოჰყავს შაქრის დონე სისხლში, უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ დაცვას.
Show More
More Info
117026
Generic
L-thyrosin+ashvaganda+shizandra+lamainaria+vit B-12+zinc+selen+cuprum+mangnum